მთავარი სამინისტრო „გაცილებით სწრაფი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო…“-ოთარ შამუგია

„გაცილებით სწრაფი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო…“-ოთარ შამუგია

0
„გაცილებით სწრაფი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო…“-ოთარ შამუგია
საქართველოს მთავრობა მესაქონლეობის მიმართულებით ახალი მხარდაჭერის მექანიზმების განხორციელებას იწყებს. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში სამი ახალი ქვეკომპონენტი ამოქმედდება ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ბოლო წლებში სტიქიური პროცესების მონიტორინგის გაუმჯობესებისთვის ბევრი სამუშაო არის ჩატარებული, მაგრამ გაცილებით სწრაფი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 3 აგვისტოს რაჭაში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და 6-7 თებერვალს სოფელ ნერგეეთში მეწყრული პროცესების შესახებ, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების საბოლოო დასკვნის პრეზენტაცია მიმდინარეობს. შეხვედრის ფარგლებში, მინისტრი, გარემოს დამცველებთან და გეოლოგებთან ერთად, სამომავლო პრევენციულ ღონისძიებებს განიხილავს.

„ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა პროგნოზირების, მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესების კუთხით, გარემოს ეროვნული სააგენტო წლებია ამ პროცესებზე აქტიურად მუშაობს, თუმცა, ყველა ვხედავთ, რომ გაცილებით სწრაფი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო, ამ პროცესში კი ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ექსპერტის, დარგის სპეციალისტის მონაწილეობა“, – განაცხადა მინისტრმა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის შეფასებით, სოფელ ნერგეეთში 7 თებერვალს მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებული იყო უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლასთან. როგორც ვიზუალურ საინჟინრო – გეოდინამიკურ ანგარიშშია აღნიშნული, პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ სავარაუდოდ მიაღწია 30-40 წამში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. „გაცილებით სწრაფი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო…“-ოთარ შამუგია [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 9]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%98-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%91%e1%83%98%e1%83%af%e1%83%94/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here