„შევიძინეთ 2 თანამედროვე რადარი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოსალოდნელი ამინდის შესახებ უფრო ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას და შესაბამის სამსახურებს“-შამუგია

დათო ხალაური
1 წუთიანი წაკითხვა
საქართველოს თხილის ბაღების მესაკუთრეებს 21 მილიონი ლარის სახელმწიფო დახმარება გადაეცა 44 ათასი ჰექტარზე მეტ ფართობზე. პროგრამა 2024 წელსაც გაგრძელდება და მოიცავს ბიოწარმოებისა და აგროდაზღვევის მხარდაჭერასაც.

„იმისათვის, რომ ქვეყანა სტიქიურ მოვლენებს მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სისტემას აძლიერებს“. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მალე დასრულდება საფრთხის რუკების შედგენა.

„მიმდინარეობს და ძალიან მალე დასრულდება საფრთხის რუკების შედგენა, რაც პირველად კეთდება ქვეყანაში. ეს მოგვცემს საშუალებას შემდგომი მაღალი რისკ-ზონები განვსაზღვროთ და იქ შესაბამისი ღონისძიებები დავგეგმოთ.

შევიძინეთ 2 თანამედროვე რადარი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოსალოდნელი ამინდის შესახებ უფრო ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას და შესაბამის სამსახურებს. გვაქვს კონკრეტული გეგმები წელს და ეს შეეხება, როგორც მყინვარული ხეობების პირველად შეფასებას, ასევე მაღალი რისკის ზონებში, მდინარეებში ვგეგმავთ ადრეული გაფრთხილების სისტემების მონტაჟს“, – განმარტა შამუგიამ.

გასულ დღეებში ქვეყანაში განვითარებულ სტიქიურ პროცესებს ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა, ზარალი კი რამდენიმე ათეულ მილიონს აღწევს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — სოფლის მეურნეობის პოლიტიკა და სახელმწიფო პროგრამები. აშუქებს სამინისტროს სიახლეებს, სუბსიდიებს, ფერმერთა სახელმწიფო პროგრამებსა და სასოფლო-სამეურნეო კანონმდებლობას.
კომენტარები ჯერ არ არის