8 თვეში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, სააგენტოს რეინჯერებმა სამართალდარღვევის 160 ფაქტი გამოავლინეს

8 თვეში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, სააგენტოს | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

2025 წლის 8 თვეში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, სააგენტოს რეინჯერებმა სამართალდარღვევის 160 ფაქტი გამოავლინეს.

გამოვლენილი ფაქტები დაცულ ტერიტორიებზე აკრძალული ქმედებებია, მათ შორის, ხის ჭრა, ნადირობა, თევზაობა, იარაღით გადაადგილება, უკანონო ძოვება.

აღნიშნულ პერიოდში, სამართალდარღვევათა ფაქტები 16 დაცულ ტერიტორიაზე იქნა გამოვლენილი, ესენია: ბორჯომ-ხარაგაულის, მარტვილისა და ოკაცეს, კოლხეთის, აჯამეთის, ჭაჭუნას, ალგეთის, ლაგოდეხის, ჯავახეთის, ვაშლოვანის, მარიამჯვრის, თუშეთის, მტირალას, კვერეთის, გურიის, ბაწარა-ბაბანეურისა და ერუშეთის დაცული ტერიტორიები.

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 500-მდე რეინჯერი 24 საათის განმავლობაში პატრულირებს და ჩვენი ქვეყნის ბუნებას იცავს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ეფექტიანი მონიტორინგისთვის რეინჯერები სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიას იყენებენ, მათ შორის: SMART სისტემებს, ფოტოხაფანგებს, სითბურ დრონებს, რაც ხელს უწყობს სამართალდარღვევის ფაქტების პრევენციას, დროულ გამოვლენასა და რეაგირებას.

ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). 8 თვეში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, სააგენტოს რეინჯერებმა სამართალდარღვევის 160 ფაქტი გამოავლინეს. 10 სექტემბერი, 2026. https://shenisofeli.ge/8-თვეში-საქართველოს-დაცულ/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. 8 თვეში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, სააგენტოს რეინჯერებმა სამართალდარღვევის 160 ფაქტი გამოავლინეს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/8-%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%a3%e1%83%9a/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network