საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურისთვის $300 მილიონზე მეტია მოზიდული

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა
საქართველოს მთავრობა მესაქონლეობის მიმართულებით ახალი მხარდაჭერის მექანიზმების განხორციელებას იწყებს. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში სამი ახალი ქვეკომპონენტი ამოქმედდება ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად.

„საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურისთვის 300 მლნ დოლარზე მეტია მოზიდული“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შამუგიამ თქვა, რომ რესურსი 4 მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისგან არის მოზიდული.

„ინტენსიურად ვითარდება საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურა. სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი ფართობი 45000-იდან 163 000 ჰექტრამდე გაიზარდა; მოზიდულია უპრეცედენტო ოდენობის – 300 მლნ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსი 4 მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისგან და მიმდინარე წლიდან, იწყება სისტემების მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტების განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს 50 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე სამელიორაციო მომსახურების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ წელსვე, ჩვენ გვექნება მზად წინასწარი ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთება კახეთში, მდ. ილტოზე წყალსაცავის მოწყობასთან დაკავშირებით. აღნიშნული წყალსაცავი შესაძლებლობას მოგვცემს, კახეთის რეგიონში, 40 ათას ჰა-ზე მეტ მიწის ფართობზე გაუმჯობესდეს წყალუზრუნველყოფა, რაც სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ 50 ათასზე მეტი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე იქონიებს გავლენას“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურისთვის $300 მილიონზე მეტია მოზიდული. 20 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/საირიგაციო-და-სადრენაჟე/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურისთვის $300 მილიონზე მეტია მოზიდული [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%92%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%9d-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9f%e1%83%94/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network