„600 ოჯახი, რომელსაც რთულ ვითარებასა და პირობებში უწევდა ცხოვრება, დღეს უკვე მიიღებს ახალ ბინას, მოქალაქეებზე ზრუნვა ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა და დღევანდელი დღე არის ამის გამოხატულება“

„600 ოჯახი, რომელსაც რთულ ვითარებასა და პირობებში უწევდა | შენი სოფელი
2 წუთიანი წაკითხვა

„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის დასრულება. 600 ოჯახი, რომელსაც რთულ ვითარებასა და პირობებში უწევდა ცხოვრება, დღეს უკვე მიიღებს 600 ახალ ბინას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი იმის გამოხატულება, თუ როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების, ხალხის, ადამიანების მიმართ.

„მინდა მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, მათ შორის არის 800 ბავშვი, ამას ცალკე მინდა ხაზი გავუსვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. მე ვიტყოდი, რომ დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი იმის გამოხატულება, თუ როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების, ხალხის, ადამიანების მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა არის ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია ჩვენ, ხელისუფლებას და კიდევ ერთხელ ვიტყვი, დღევანდელი დღეც არის ამის გამოხატულება. 600 ოჯახს მოგილოცავთ დღევანდელ დღეს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

რა თქმა უნდა, ამით არ სრულდება ეს პროექტი, დაგეგმილია კიდევ 1000-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება ბინებით და ეს პროექტიც გაგრძელდება უახლოეს მომავალში. უზრუნველყოფილი იქნება თითოეული ოჯახი შესაბამისი საცხოვრებელი სივრცით, რაზეც უკვე დაწყებული აქვს მუშაობა მთავრობის თავმჯდომარეს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს“, – განაცხადა პრემიერმა.

ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ სამი 12-სართულიანი კორპუსი აშენდა, ამ წუთებში ბინებს ოჯახებს გადასცემენ. ახალ საცხოვრებელ ბინას პირველ ეტაპზე 582 ოჯახი მიიღებს.

ცერემონიაზე შეკრებილებს სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა მიმართეს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პროექტი გაგრძელდება და დაგეგმილია კიდევ 1000-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). „600 ოჯახი, რომელსაც რთულ ვითარებასა და პირობებში უწევდა ცხოვრება, დღეს უკვე მიიღებს ახალ ბინას, მოქალაქეებზე ზრუნვა ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა და დღევანდელი დღე არის ამის გამოხატულება“. 11 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/600-ojakhi-romelsats-rtul-vitarebasa-da-pirobebshi-utse/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. „600 ოჯახი, რომელსაც რთულ ვითარებასა და პირობებში უწევდა ცხოვრება, დღეს უკვე მიიღებს ახალ ბინას, მოქალაქეებზე ზრუნვა ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა და დღევანდელი დღე არის ამის გამოხატულება“ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/600-ojakhi-romelsats-rtul-vitarebasa-da-pirobebshi-utse/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network