ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის  დეპარტამენტის ინსპექტორებმა,  სახელმწიფო  კონტროლის  ფარგლებში. ხორცისა და ხორცპროდუქტების სახეობრივი კვლევის მიზნით,  საწარმო და სარეალიზაციო ობიექტებიდან ნიმუშები აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ლაბორატორიული კვლევით, სურსათის 2 ნიმუშში ვირის დნმ გამოვლინდა: 
ხორცის ფარში – მწარმოებელი: ი/მ ,,საბირ ჩილდირლი“ (სასადილო), მისამართი:  მარნეული, აღმაშენებლის ქ. 2ა (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია),  დამზადების თარიღი: 29.10.2025;
ხორცის ფარში – მწარმოებელი:   ი/მ ,,ფამილ მაგაროვი“ (სასადილო), მისამართი:  მარნეული, აღმაშენებლის ქ. №2ა (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია),  დამზადების თარიღი: 29.10.2025.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, აღნიშნული სურსათი ამოღებულია რეალიზაციიდან. ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი და  მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეცა.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო. 4 ნოემბერი, 2025. https://shenisofeli.ge/ხორცის-ფარშში-ვირის-დნმ-გ/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a8%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%9c%e1%83%9b-%e1%83%92/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network