მთავარი აგრო სიახლეები სექტემბერი – ეს ის დროა, როცა მარჯვენადალოცვილი მიწის მუშა სიხარუ­ლი­თა და სიამაყით შეჰყურებს თავის ნაამაგარს – სიმძიმისაგან ტოტებდახუნძლულ ბაღს

სექტემბერი – ეს ის დროა, როცა მარჯვენადალოცვილი მიწის მუშა სიხარუ­ლი­თა და სიამაყით შეჰყურებს თავის ნაამაგარს – სიმძიმისაგან ტოტებდახუნძლულ ბაღს

0
სექტემბერი – ეს ის დროა, როცა მარჯვენადალოცვილი მიწის მუშა სიხარუ­ლი­თა და სიამაყით შეჰყურებს თავის ნაამაგარს – სიმძიმისაგან ტოტებდახუნძლულ ბაღს
ბაღის მავნებლებთან და დაავადებებთან წარმატებული ბრძოლა საჭიროებს სეზონური კალენდრის მკაცრ დაცვას. სწორი დროის არჩევა და ეფექტური პრეპარატები განსაზღვრავს მომავალი მოსავლის ხარისხს.

სექტემბერი

მობრძანდა მადლიანი შემოდგომა ხვავით, ბარაქითა და მოსავლის დასაბინა­ვებ­­ლად სა­უკეთესო ამინდით. ეს ის დროა, როცა მარჯვენადალოცვილი მიწის მუშა სიხარუ­ლი­თა და სიამაყით შეჰყურებს თავის ნაამაგარს – სიმძიმისაგან ტოტებდახუნძლულ ბაღს. უყურებს და ტკბება დამკრახული ყურძნის მტევნების, მუქი ლურჯი და ვარდისფერი ქლიავის, ფერად-ფერადი ვაშლისა და მსხლის, სხვა უტკბილესი და უგემრიელესი ხილის ცქერით, რომელსაც დროულად სჭირდება მოკრეფა-დაბინავება. ეს კი არც ისე ადვილი საქმეა. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ხეხილის ჯიშების მიხედვით ნაყოფის ს­იმწიფის ხარისხიც. ნაადრევად მოკრეფილი ვაშლი ცუდად ინახება და არც არომატი აქვს შესაბამისი. არც დაგვიანებით მოკრეფილი ვარგა, გადამწიფებული კარტოფი­ლივით ფხვიერი ხდება.

კრეფის ნორმალურად ჩასატარებლად აუცი­ლებელია: კიბეები, ვედროები, კავები ტოტ­ის მო­საწევად და ვედროს ჩამოსაკიდებლად, გრძე­ლ ჭოკზე მიმაგრებული სპეციალური საკ­რეფი, რომელიც გამოიყენება ვაშლისა და მსხლის კენწეროებიდან ჩამოსაკრეფად. ვაშლის კრეფისას შეეცადეთ ნაკლებად დაზიანდეს ცვილი, რომლითაც დაფარულია ნა­ყო­ფი, ვინაიდან იგი აუცილებელია ნაყოფის შესანახად; ვედ­როშიც ფრთხილად ჩააწყვეთ, არ დაჟეჟოთ. მოკრიფეთ სათითაოდ და არა ორ-ორი ნაყოფი ერთად. კარგად ინახება მხოლოდ მწიფე (და არა გადამწიფებული ხილი). მოკრეფილი ხილი ფრთხილად ჩააწყვეთ ხის ყუთებში და შეინახეთ ბნელ სარდაფში, სადაც ტემპერატურა 2-4ºჩ-ია, შეფარდებითი ტენიანობა – 85-90%. ხილი მოკ­რეფისთანავე უნდა დახარისხდეს, დაჟეჟილი და ჭიანი მოსცილდეს და ზომის მიხედვით გადაირჩეს, ხოლო შემდეგ ფრთხილად ჩალაგდეს 4%-იანი საჭმელი სოდით წინასწარ გარეცხილ ყუთებში ან დალაგდეს თაროებზე. ვაშლი დაალაგეთ ყუნწით ქვემოთ, მსხალი – პირიქით. იმისათვის, რომ ჰაერი არ გამოშრეს, საცავში დადგით წყლიანი თასი. ტენიან სარდაფებში დგამენ ჩამქრალი კირით სავსე ყუთს, რომ ზედ­მეტი ტენი შეიწოვოს. იქ, სადაც ხილი ინა­ხება, არ შეიძლება მძაფრსუნიანი პროდუქციის ან ქიმიური საშუალებების (მათ შორის ბენზინის, ნავთის) შენახვა. ძალიან კარგად ინა­ხება გაუქმებულ ჭაში კალათით ჩაკიდებული ხილი, მათ შორის ქლიავიც. სარდაფის უქონლობის შემთხვევაში ხ­ილის შენახვა შეიძლება აივანზეც, ოღონდ წინასწარ სათითაოდ შეახვიეთ ქაღალდში და ი­ს­ე ჩააწყვეთ, ხოლო ყინვის შემთხვევაში ყუთები შეფუთეთ. კარგად ინა­ხე­ბა ვაშლი, მსხალი და კომში ღია აივანზე ან საკუჭნაოში დადგმულ სახურავიან ტახტებსა და სკივრებში, ოღონდ იქაც სათითაოდ ქაღალდში გახვეული ჩაალაგეთ. ყურძნის შე­სანახად ვარგისია სათავსი, სადაც ტემპე­რატურაა 5-6ºჩ, ტენიანობა – 80%, ასეთია სარდაფი. უკეთესია, თუ მტევნებს ასე ჩაალა­გებთ – ერთი ფენა ნახერხი, შემდეგ მტევნები და ა.შ.
მოსავლის აღების შემდეგ, როცა ყველა­ფერს დააბინავებთ, ნაკვეთი გადაბარეთ. თუ სამი წლის მანძილზე სასუქი არ შეგიტანიათ, სასურველია, ყოველ 10 მ2-ზე 40-60კგ ნაკელის შეტანა. ყინვების დაწყებამდე გადაბარვა იმიტომ არის აუცილებელი, რომ ყინვა ბელტებს შლის და ნიადაგს აფხვიერებს. გამხმარი და დაავადებული ხეები ძირიანად ამოძირკვეთ და ნაკვეთიდან გაიტანეთ. ხის ამოსაღებად ძირიდან 60-100 სმ-ის დაშორებით ირგვლივ მოთხარეთ და ყველა ფესვი გადაჭერით. როგორც კი ხეს გვერდზე გა­დახრით, მისი მოთხრა ადვილია.
სექტემბერში იბერტყება კაკალი; თხლად გა­შალეთ მშრალ სათავსში, რომელიც კარგად ნიავდება და დაცულია მღრღნელებისაგან. მსხვი­ლი, მაღალხარისხოვანი კაკლები გა­და­არჩიეთ და შეინახეთ სათესლედ. ითესება ადრე გაზაფხულზე.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

გახსოვდეთ

შესანახი ვაშლი და მსხა­ლი იკ­რი­ფება ყუნწიანად, ნაყოფის დაუზი­ანებ­ლ­ად.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

აგვისტო 

 

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. სექტემბერი – ეს ის დროა, როცა მარჯვენადალოცვილი მიწის მუშა სიხარუ­ლი­თა და სიამაყით შეჰყურებს თავის ნაამაგარს – სიმძიმისაგან ტოტებდახუნძლულ ბაღს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 10]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%aa/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here