შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებისექტემბერი - ეს ის დროა, როცა მარჯვენადალოცვილი მიწის მუშა სიხარუ­ლი­თა და სიამაყით...

სექტემბერი – ეს ის დროა, როცა მარჯვენადალოცვილი მიწის მუშა სიხარუ­ლი­თა და სიამაყით შეჰყურებს თავის ნაამაგარს – სიმძიმისაგან ტოტებდახუნძლულ ბაღს

სექტემბერი

მობრძანდა მადლიანი შემოდგომა ხვავით, ბარაქითა და მოსავლის დასაბინა­ვებ­­ლად სა­უკეთესო ამინდით. ეს ის დროა, როცა მარჯვენადალოცვილი მიწის მუშა სიხარუ­ლი­თა და სიამაყით შეჰყურებს თავის ნაამაგარს – სიმძიმისაგან ტოტებდახუნძლულ ბაღს. უყურებს და ტკბება დამკრახული ყურძნის მტევნების, მუქი ლურჯი და ვარდისფერი ქლიავის, ფერად-ფერადი ვაშლისა და მსხლის, სხვა უტკბილესი და უგემრიელესი ხილის ცქერით, რომელსაც დროულად სჭირდება მოკრეფა-დაბინავება. ეს კი არც ისე ადვილი საქმეა. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ხეხილის ჯიშების მიხედვით ნაყოფის ს­იმწიფის ხარისხიც. ნაადრევად მოკრეფილი ვაშლი ცუდად ინახება და არც არომატი აქვს შესაბამისი. არც დაგვიანებით მოკრეფილი ვარგა, გადამწიფებული კარტოფი­ლივით ფხვიერი ხდება.

კრეფის ნორმალურად ჩასატარებლად აუცი­ლებელია: კიბეები, ვედროები, კავები ტოტ­ის მო­საწევად და ვედროს ჩამოსაკიდებლად, გრძე­ლ ჭოკზე მიმაგრებული სპეციალური საკ­რეფი, რომელიც გამოიყენება ვაშლისა და მსხლის კენწეროებიდან ჩამოსაკრეფად. ვაშლის კრეფისას შეეცადეთ ნაკლებად დაზიანდეს ცვილი, რომლითაც დაფარულია ნა­ყო­ფი, ვინაიდან იგი აუცილებელია ნაყოფის შესანახად; ვედ­როშიც ფრთხილად ჩააწყვეთ, არ დაჟეჟოთ. მოკრიფეთ სათითაოდ და არა ორ-ორი ნაყოფი ერთად. კარგად ინახება მხოლოდ მწიფე (და არა გადამწიფებული ხილი). მოკრეფილი ხილი ფრთხილად ჩააწყვეთ ხის ყუთებში და შეინახეთ ბნელ სარდაფში, სადაც ტემპერატურა 2-4ºჩ-ია, შეფარდებითი ტენიანობა – 85-90%. ხილი მოკ­რეფისთანავე უნდა დახარისხდეს, დაჟეჟილი და ჭიანი მოსცილდეს და ზომის მიხედვით გადაირჩეს, ხოლო შემდეგ ფრთხილად ჩალაგდეს 4%-იანი საჭმელი სოდით წინასწარ გარეცხილ ყუთებში ან დალაგდეს თაროებზე. ვაშლი დაალაგეთ ყუნწით ქვემოთ, მსხალი – პირიქით. იმისათვის, რომ ჰაერი არ გამოშრეს, საცავში დადგით წყლიანი თასი. ტენიან სარდაფებში დგამენ ჩამქრალი კირით სავსე ყუთს, რომ ზედ­მეტი ტენი შეიწოვოს. იქ, სადაც ხილი ინა­ხება, არ შეიძლება მძაფრსუნიანი პროდუქციის ან ქიმიური საშუალებების (მათ შორის ბენზინის, ნავთის) შენახვა. ძალიან კარგად ინა­ხება გაუქმებულ ჭაში კალათით ჩაკიდებული ხილი, მათ შორის ქლიავიც. სარდაფის უქონლობის შემთხვევაში ხ­ილის შენახვა შეიძლება აივანზეც, ოღონდ წინასწარ სათითაოდ შეახვიეთ ქაღალდში და ი­ს­ე ჩააწყვეთ, ხოლო ყინვის შემთხვევაში ყუთები შეფუთეთ. კარგად ინა­ხე­ბა ვაშლი, მსხალი და კომში ღია აივანზე ან საკუჭნაოში დადგმულ სახურავიან ტახტებსა და სკივრებში, ოღონდ იქაც სათითაოდ ქაღალდში გახვეული ჩაალაგეთ. ყურძნის შე­სანახად ვარგისია სათავსი, სადაც ტემპე­რატურაა 5-6ºჩ, ტენიანობა – 80%, ასეთია სარდაფი. უკეთესია, თუ მტევნებს ასე ჩაალა­გებთ – ერთი ფენა ნახერხი, შემდეგ მტევნები და ა.შ.
მოსავლის აღების შემდეგ, როცა ყველა­ფერს დააბინავებთ, ნაკვეთი გადაბარეთ. თუ სამი წლის მანძილზე სასუქი არ შეგიტანიათ, სასურველია, ყოველ 10 მ2-ზე 40-60კგ ნაკელის შეტანა. ყინვების დაწყებამდე გადაბარვა იმიტომ არის აუცილებელი, რომ ყინვა ბელტებს შლის და ნიადაგს აფხვიერებს. გამხმარი და დაავადებული ხეები ძირიანად ამოძირკვეთ და ნაკვეთიდან გაიტანეთ. ხის ამოსაღებად ძირიდან 60-100 სმ-ის დაშორებით ირგვლივ მოთხარეთ და ყველა ფესვი გადაჭერით. როგორც კი ხეს გვერდზე გა­დახრით, მისი მოთხრა ადვილია.
სექტემბერში იბერტყება კაკალი; თხლად გა­შალეთ მშრალ სათავსში, რომელიც კარგად ნიავდება და დაცულია მღრღნელებისაგან. მსხვი­ლი, მაღალხარისხოვანი კაკლები გა­და­არჩიეთ და შეინახეთ სათესლედ. ითესება ადრე გაზაფხულზე.

გახსოვდეთ

შესანახი ვაშლი და მსხა­ლი იკ­რი­ფება ყუნწიანად, ნაყოფის დაუზი­ანებ­ლ­ად.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

აგვისტო 

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები