სელის თესლი -რა უნდა ვიცოდეთ

სელის თესლი -რა უნდა ვიცოდეთ | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სელის თესლი მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით – შეიცავს უჯრედისს, ცხიმოვან მჟავებსა და ვიტამინებს.

სელის თესლი ხშირად გამოიყენება კვებაში, მედიცინასა და კოსმეტიკაში. მოდით, გავიგოთ, რას გვაძლევს სელის თესლის მიღება, ვის შეუძლია მისი მოხმარება და როგორ უნდა მივიღოთ სწორად.

მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებითსელის თესლი შეიცავს B1 ვიტამინს (თიამინი), სპილენძს, ფოსფორსა და მოლიბდენს, რომლებიც აუცილებელია ნერვული სისტემის, კანის, ძვლებისა და მეტაბოლიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

სელის თესლის რეგულარული მოხმარება ამცირებს „ცუდი“ ქოლესტერინის (LDL) დონეს 9-18%-ით. ეს ეფექტი უჯრედისისა და ლიგნანების შემცველობით არის განპირობებული.

შეიცავს ომეგა-3 და ალფა-ლინოლენის მჟავებს (ALA), რომლებიც ხელს უწყობენ ანთების შემცირებას და ამცირებენ გულის დაავადებების რისკს.

გამოაქვს ტოქსინები და ხელს უწყობს ნაწლავების რეგულარულ მოქმედებას.

არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს კვლევების მიხედვით, 10-20 გრ დაფქვილი სელის თესლის ყოველდღიური მიღება 1-2 თვის განმავლობაში ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის 19.7%-ით შემცირებას.

გაითვალისწინეთ რომ არასასურველია ორსულობისას – სელის თესლის ზოგიერთი კომპონენტი ესტროგენს ჰგავს და შეიძლება, არ იყოს უსაფრთხო ორსულებისთვის. გამოყენებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). სელის თესლი -რა უნდა ვიცოდეთ. 30 იანვარი, 2026. https://shenisofeli.ge/selis-tesli-ra-unda-vitsodet/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. სელის თესლი -რა უნდა ვიცოდეთ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/selis-tesli-ra-unda-vitsodet/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network