სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასაქპატენტი გეოგრაფიული აღნიშვნა „მაწონის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

საქპატენტი გეოგრაფიული აღნიშვნა „მაწონის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

საქპატენტი გეოგრაფიული აღნიშვნა „მაწონის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.

„ქართული ფილმი „ფესვები“ გინახავთ? მთავარი გმირი – ქართველი ემიგრანტი მარსელის ქუჩებში, ეტლით, მაწვნის ქილებს რომ დაატარებს და ყიდის, ყველა ფრანგი რომ მოხიბლულია ამ უცხო პროდუქტით… სინამდვილეში, ეს გულისამაჩუყებელი სანახაობა ნამდვილი ამბავია. მეტიც, რეალურად, მაწონი არის საქართველოს ერთ-ერთი პირველი არაფორმალური ელჩი ევროპაში, რადგან მაწვნის გავრცელების უცნაური ისტორია პირდაპირ უკავშირდება საფრანგეთში გადასახლებულ პირველ ქართულ ემიგრაციას. გენერალ გიორგი კვინიტაძეს, რომელიც ოჯახთან ერთად პარიზთან ახლოს დაბინავდა, სრულიად უფულოდ დარჩენილმა კი ორიგინალური ხერხი მოიგონა, ბებიის რეცეპტით მაწონი შეაყენა, ქილები საკუთარი შვილის სასეირნო ეტლში ჩააწყო და ამ ეგზოტიკური პროდუქტით დატვირთულმა პარიზის ქუჩებში ჩამოიარა. პირველივე დღეს გაყიდულმა ქილებმა მიახვედრა, რომ ეს მისი შემოსავლის წყარო გახდებოდა. ასეც მოხდა.
ფილმში ფრანგი პერსონაჟი ამბობს: „საოცარი საჭმელია, განმკურნა, ნახევარი ქილა შევჭამე და გონება გამინათდაო“. ნაწილობრივ, ამ სიტყვებშიც არის სიმართლის მარცვალი. მაწონი არის სამკურნალო თვისებებით გაჯერებული პროდუქტი. ის გამოირჩევა კვებითი ღირებულებებით. მაწვნის რძემჟავა ჩხირები კარგად მრავლდება ადამიანის ნაწლავებში და ორგანიზმიდან გამოდევნის მიკრობებს. ის აძლიერებს მადას, ხელს უწყობს საკვების შეთვისებას, განსაკუთრებით სასიამოვნოა ზაფხულში, ცივ ტემპერატურაზე მისი მირთმევა. სვანეთში მაწონს ყველაზე მეტად თიბვის პერიოდში იყენებენ, რადგან ის ნაკლებად აწყურებს ადამიანს. ხალხური წესით, მაწვნის მიღება რეკომენდებულია ჩვილ ბავშვებშიც, ბებიების თაობიდან არსებობს მოსაზრება, რომ მაწონი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის სისტემის უკეთ ჩამოყალიბებას.
ბებია ჩნდება „ფესვებშიც“. სანამ ფილმის გმირი მაწვნის გაყიდვას დაიწყებს, მას სწორედ ბებია ახსენდება საქართველოდან, რომელიც სოფლის ბაგაში ზის და ძროხას წველის. ქართველ ხალხთა ყოფა-ცხოვრებაც ისეა მოწყობილი, რომ არც ერთი ტრადიციული ოჯახი არ არსებობს ისეთი, სადაც ერთი ქილა მაწონი მაინც არ შეყენებულა. უხსოვარი დროიდან მაწონს ამზადებს სრულიად საქართველო. ესაა ქართველი ხალხის ეროვნული რძემჟავა პროდუქტი. განსხვავებულია მხოლოდ მისი სახელის ფორმაცვალებადობა. ქიზიყში მაწონს წველას ეძახიან, სვანეთში – მარწვენს, საინგილოში – წოლას.
გენერალ კვინიტაძის ნამდვილი ისტორია, რომელიც ფილმშია გადატანილი, უნიკალური შემთხვევაა, როცა მაწონი ემიგრაციაში წასული გენერლისთვის გადარჩენის ტოლფასი აღმოჩნდა. რეალურად კი გეოგრაფიული აღნიშვნის წესის თანახმად, მაწვნის დასამზადებელი რძის მოპოვება და ამ პროდუქტის მომზადება-წარმოება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზეა შესაძლებელი.

მაწონი მზადდება ნედლი რძისგან. საუკეთესოდ ითვლება კამეჩის მაწონი, თუმცა მისი შეყენება შესაძლებელია ძროხის, ცხვრის და თხის რძისგანაც. „მაწვნის“ დასამზადებლად განკუთვნილი რძის მჟავიანობა არ უნდა იყოს 19°C-ზე მეტი, ხოლო სიმკვრივე 1,030-ზე ნაკლები, კამეჩის რძის შემთხვევაში – 25°C-ზე მეტი, სიმკვრივე – 1,035-ზე ნაკლები. მაწვნის მთავარი კომპონენტია დედო. სწორედ ეს უძველესი ხალხური მეთოდი ქმნის მაწონს უნიკალურ ქართულ პროდუქტად. მაწვნის დედოთი შედედება იმდენად ავთენტური მეთოდია, რომ სხვადასხვა რეგიონის ტრადიციასა თუ ისტორიულ ფაქტებშიც ხშირად შეხვდებით.

გეოგრაფიული აღნიშვნა „მაწონი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2012 წლის 24 იანვარს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#“, – აცხადებენ საქპატენტში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები