საქართველოს სავიზიტო ბარათი მსოფლიოში…

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა

დავით სარაჯიშვილი –  ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, საზოგადო მოღვაწე. ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. სახელი გაითქვა, როგორც მრეწველმა და ქველმოქმედმა.

დაიბადა სოვდაგრის ოჯახში. 1866 წელს დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია და შევიდა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნისმეტყველო ფაკულტეტზე.  ერთი წლის შემდეგ გადავიდა გერმანიაში, მიუნხენის უნივერსიტეტში. ევროპაში ის გადადიოდა სხვადასხვა უნივერსიტეტში, სწავლობდა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, რომელიც 1871 წელს დაამთავრა და მიიღო ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.
სამშობლოში დაბრუნებიდან ორი წლის შემდეგ შეირთო ეკატერინე ივანეს ასული ფორაქაშვილი. მათი ცოლ-ქმრობა, თუმცა უშვილო მაგრამ მშვიდობიანი და ბედნიერი იყო.

საფრანგეთში ყოფნისას სარაჯიშვილი დაინტერესდა კონიაკის წარმოებით. იქ შეძენილმა ცოდნამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ საქართველოს ნიადაგურ-კლიმატური გარემო და ვაზის მრავალი ჯიში კარგ პირობებს ქმნის კონიაკის წარმოებისათვის.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

წაიკითხეთ სრულად

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). საქართველოს სავიზიტო ბარათი მსოფლიოში…. 1 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/საქართველოს-სავიზიტო-ბარ/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. საქართველოს სავიზიტო ბარათი მსოფლიოში… [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%96%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%9d-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a0/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network