ოთხშაბათი, ნოემბერი 20, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებისარეველად ითვლება ყოველი მცენარე, რომელიც დამუშავებულ მიწაზე მამულის პატ­რონის სურვილის გარეშე ხარობს...

სარეველად ითვლება ყოველი მცენარე, რომელიც დამუშავებულ მიწაზე მამულის პატ­რონის სურვილის გარეშე ხარობს და, როგორც წესი, დიდ ზიანს აყენებს მეურნეობას და მნიშვნელოვ­ნად ამცირებს მოსავალს

სარეველად ითვლება ყოველი მცენარე, რომელიც დამუშავებულ მიწაზე მამულის პატ­რონის სურვილის გარეშე ხარობს და, როგორც წესი, დიდ ზიანს აყენებს მეურნეობას და მნიშვნელოვ­ნად ამცირებს მოსავალს. ეს თითქოსდა უწ­ყინარი, ზოგჯერ სამკურნალო ან საჭმე­ლად ვარგისი სარეველა მცენარეები:

– იწოვენ წყლის მნიშვნელოვან რაოდენობას, გაცილებით მეტს, ვიდრე კულტურული მცენარეები. ძლიერ გამრავლებული სარეველა ხელს უშლის კულტურის ზრდა-განვითარებას.
– იყენებენ საკვები ნივთიერებების გაცილე­ბით მეტ რაოდენობას, ვიდრე კულტურული მცე­ნარეები. მაგალითად, მათთან შედარებით სარეველა ბოლოკას, რომელიც შვრიის ყანაში იზ­რდება, გაცილებით ძლიერი ფესვთა სისტემა აქვს, შესაბამისად, ნიადაგიდან კალიუმისა და აზო­ტის ორჯერ და ფოსფორის სამჯერ მეტ ნა­ერთებს იწოვს.
– გაცილებით სწრაფად იზრდებიან და კულტურულ მცენარეებს ჩრდილავენ, რაც ხელს უშლის მათ ნორმალურ განვითარებას.
– აქვეითებენ ნიადაგის ტემპერატურას, რადგან ნიადაგის ზედაპირს ჩრდილავენ. სარეველებით ძლიერ მოდებული და სუფთა ნათესების ნიადაგის ტემპერატურის სხვაობა 3ºჩ-ია.
– ავიწროებენ კულტურულ მცენარეებს, რადგან კვალში უმეტეს ადგილს იკავებენ, რითაც ხელს უშლიან მათ ზრდა-განვითარებას.
– ზიანს აყენებენ ნათესებს. მაგალითად, ხვიარა მცენარეები ხვართქლა და ბეგიაური იწვევენ ყანის ჩაწოლას, რომელიც გვიან და ცუდად ვითარდება. ჩაწოლილ ყანაში ხშირად მატულობს სინესტე, განსაკუთრებით წვიმების დროს, რაც უარყოფითად მოქმედებს ნათესზე.
– გადააქვთ ვირუსული დაავადებები, ჟანგა სოკო და სხვ. ხელს უწყობენ გრძელცხვირა ხოჭოების, ბაღლინჯოებისა და სხვა მავნებლების გამრავლებას.
– ფესვთა ძლიერი სისტემის გამო აძნელებენ ნიადაგის დამუშავებას, ართულებენ ჭარხლის მექანიზებული წესით ამოთხრას და ა.შ.
– მათი თესლის მინარევი აუფასურებს სათესლე მასალას; მიწისზედა ნაწილები – საქონლის საკვებად გათიბულ მცენარეებს, რადგან მათ შორის ხშირია შხამიანი მცენარეები, მაგალითად, შალაფა, ხვართქლა, ლენცოფა და სხვ.
სათესლე მასალიდან სარეველების თესლის გამორჩევა საკმაოდ შრომატევადი და ხარჯებთან დაკავშირებული საქმეა.
მოდებული სარეველებისგან (განსაკუთრებით ფესურის მქონე სახეობებისგან) მცირე ზო­­მის ფართობების გასუფთავება მექანიკური წე­­სით – დაბარვითა და გათოხნით, ყველაზე ეფექ­­­­ტუ­რი და ჯანმრთელობისთვის უსაფრთ­ხ­ოა. ყო­­­ველი დაბარვის დროს ფესურები უნდა აიკ­რი­­­ფოს და დაიწვას.
სარეველების განადგურებამდე გასათვა­ლი­ს­­წინებელია, რომ ზოგიერთ მათგანს სამ­კურ­ნალო თვისებები აქვს ან პირუტყვის სა­კ­ვებად გამოიყენება. მაგალითად, ისეთი ძვირფასი მცე­­ნარეები, როგორიცაა: კრაზანა, შავბალახა, ენდრო, მრავალძარღვა, ორკბილა, მატიტელა, ჭინ­ჭარი და მრავალი სხვა, თავის დროზე უნდა მოიკრიფოს, გაშრეს და სახლის აფთიაქს შეემა­ტოს. ასევე დასანანია ნაცარქათამა, ჯიჯლაყა, ჭინჭარი, კოფრჩხილა და ა.შ. ასეთები შეიძლება მარგვლის დროს გადავარჩიოთ და მხლად ვიხმაროთ.
ქვემოთ მოყვანილია გავრცელებული სარევე­ლების დახასიათება და მათ წინააღმდეგ ბრძო­ლის ხერხები და საშუალებები.

რით გავაშენოთ ქარსაფარი ზოლი ?

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
3 საუკეთესო სამოგზაურო მარშრუტი ხორვატიის დასათვალიერებლად

3 საუკეთესო სამოგზაურო მარშრუტი ხორვატიის დასათვალიერებლად

19 November, 2024
როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომ მეტყველება არ დაუგვიანდეს

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომ მეტყველება არ დაუგვიანდეს

ნოემბერი 20, 2024
რადიო ”პოზიტივის” დღის ამბები 20 ნოემბერი

რადიო ”პოზიტივის” დღის ამბები 20 ნოემბერი

20 ნოემბერი 2024
საუკეთესო თბილი ფერები საძინებლისთვის – კომფორტისა და სიმშვიდის შესაქმნელად

საუკეთესო თბილი ფერები საძინებლისთვის – კომფორტისა და სიმშვიდის შესაქმნელად

ნოემბერი 20, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
ეროვნული ბიბლიოთეკის „ვეფხისტყაოსნის“ კოლექცია – ფოტოები

ეროვნული ბიბლიოთეკის „ვეფხისტყაოსნის“ კოლექცია – ფოტოები

ნოემბერი 20, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული თაფლი საერთაშორისო ბაზარზე

ქართული თაფლი საერთაშორისო ბაზარზე

ნოემბერი 20, 2024
როდის მოვრთოთ ნაძვის ხე

როდის მოვრთოთ ნაძვის ხე

ნოემბერი 20, 2024
აშშ-ს ჯანდაცვის სისტემა – გამოწვევები და პერსპექტივები

აშშ-ს ჯანდაცვის სისტემა – გამოწვევები და პერსპექტივები

20 ნოემბერი 2024
დარბაზის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებულია – რა მოხდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გამთენიისას

დარბაზის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებულია – რა მოხდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გამთენიისას

ნოემბერი 20, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები