„საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის (GRAIL)“ქვეკომპონენტის, სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და მონიტორინგის გაძლიერების ძირითადი მიმართულებები განიხილეს

SheniSofeli.ge
2 წუთიანი წაკითხვა
GRAIL პროექტის ფარგლებში განხილული მიწის მართვის მიმართულებები ახალ ეპოქას იწყებს საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის. ეს 10 ძირითადი ცვლილება გავლენას მოახდენს ყველა ფერმერის ცხოვრებაზე.

მხარეებმა „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის (GRAIL)“ქვეკომპონენტის, სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და მონიტორინგის გაძლიერების ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, პროექტის კოორდინატორი რანუ სინჰუ და მსოფლიო ბანკის ექსპერტები: მიწის ადმინისტრირების მიმართულებით ანა კორსი და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ზდრავკო გალიკი. მიწის შეფასების კრიტერიუმებზე ონლაინ ფორმატში ისაუბრა ექსპერტმა რიჩარდ გროვერმა. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით გაიმართა.

სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და მონიტორინგის გაძლიერების ქვეკომპონენტი ითვალისწინებს, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერების გზით, მიწის საინფორმაციო სისტემის შემუშავება-დანერგვას, ეროვნულ დონეზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მასიური შეფასების მეთოდოლოგიის დანერგვას,მიწის მდგრადი მართვის სტრატეგიის შემუშავებას, ასევე, მიწის კონსოლიდაციის ეროვნული სტრატეგიის მომზადებას და მის პილოტირებას. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ მიწის ინვენტარიზაცია/დეშიფრირების სამუშაო პროცესს და სააგენტოს ტექნიკურ შესაძლებლობებს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიწათსარგებლობისა (Land Use) და მიწის საფარის (Land Cover) ერთიანი გეომონაცემთა ბაზის შექმნის, ასევე, გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მიწის საინფორმაციო სისტემის შექმნის პროცესზე, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკისა და ევროკავშირის დირექტივების გათვალისწინებით მიმდინარეობს. აღინიშნა, რომ საქმიანობა, რომელიც მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში არც ერთ ინსტიტუციას არ უწარმოებია, ხოლო წარსულში მხოლოდ ნაწილობრივ ხორციელდებოდა. შესაბამისად, ამ მიმართულებით გამოცდილება არ არსებობს.

„საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის (GRAIL)“ სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და მონიტორინგის გაძლიერების ქვეკომპონენტის ღირებულება 14 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და იგი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ თანაბრად ფინანსდება.პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მიწის მართვისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ბაზრის განვითარებისა და მიწათსარგებლობის ეფექტიანი სისტემის მყარი საფუძვლის შექმნას.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის (GRAIL)“ქვეკომპონენტის, სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და მონიტორინგის გაძლიერების ძირითადი მიმართულებები განიხილეს. 15 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/საქართველოს-მდგრადი-სოფ-2/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის (GRAIL)“ქვეკომპონენტის, სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და მონიტორინგის გაძლიერების ძირითადი მიმართულებები განიხილეს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a4-2/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network