პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტროსაირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურისთვის $300 მილიონზე მეტია მოზიდული

საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურისთვის $300 მილიონზე მეტია მოზიდული

„საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურისთვის 300 მლნ დოლარზე მეტია მოზიდული“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შამუგიამ თქვა, რომ რესურსი 4 მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისგან არის მოზიდული.

„ინტენსიურად ვითარდება საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურა. სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი ფართობი 45000-იდან 163 000 ჰექტრამდე გაიზარდა; მოზიდულია უპრეცედენტო ოდენობის – 300 მლნ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსი 4 მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისგან და მიმდინარე წლიდან, იწყება სისტემების მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტების განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს 50 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე სამელიორაციო მომსახურების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ წელსვე, ჩვენ გვექნება მზად წინასწარი ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთება კახეთში, მდ. ილტოზე წყალსაცავის მოწყობასთან დაკავშირებით. აღნიშნული წყალსაცავი შესაძლებლობას მოგვცემს, კახეთის რეგიონში, 40 ათას ჰა-ზე მეტ მიწის ფართობზე გაუმჯობესდეს წყალუზრუნველყოფა, რაც სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ 50 ათასზე მეტი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე იქონიებს გავლენას“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები