მთავარი საზოგადოება დავით სონღულაშვილმა ელჩს ქართული საექსპორტო პროდუქტების, მათ შორის, ღვინო, მინერალური წყლები, წყალი და სხვა, შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

დავით სონღულაშვილმა ელჩს ქართული საექსპორტო პროდუქტების, მათ შორის, ღვინო, მინერალური წყლები, წყალი და სხვა, შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

0
დავით სონღულაშვილმა ელჩს ქართული საექსპორტო პროდუქტების, მათ შორის, ღვინო, მინერალური წყლები, წყალი და სხვა, შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში  კარლოს რიკარდო მარტინს სელიას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

დავით სონღულაშვილმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობაზე, რაც თანამშრომლობის განვითარების ნაყოფიერ საფუძველს წარმოადგენს და ელჩს ქართული საექსპორტო პროდუქტების, მათ შორის, ღვინო, მინერალური წყლები, წყალი და სხვა, შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბრაზილიური კომპანიებისთვის საქართველოს რეგიონულ სავაჭრო ჰაბად განხილვის საკითხზე.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

როგორც საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა განაცხადა, საქართველო ბრაზილიისთვის საინტერესო  პარტნიორი ქვეყანაა და არსებობს შესაძლებლობა ორმხრივად საინტერესო და ეკონომიკურად ეფექტიანი თანამშრომლობისთვის.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის  დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი ესწრებოდა.

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniSofeli.ge. დავით სონღულაშვილმა ელჩს ქართული საექსპორტო პროდუქტების, მათ შორის, ღვინო, მინერალური წყლები, წყალი და სხვა, შესახებ ინფორმაცია მიაწოდა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a6%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%a9%e1%83%a1/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here