პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასაიდან იცის facebook-მა რაზე ვსაუბრობთ და ვფიქრობთ ?! - „ფეისბუკზე ზუსტად ის...

საიდან იცის facebook-მა რაზე ვსაუბრობთ და ვფიქრობთ ?! – „ფეისბუკზე ზუსტად ის შეხვდა, რაზეც ფიქრობდა.“ – პარანოია არ არის.

საიდან იცის facebook-მა რაზე ვსაუბრობთ და ვფიქრობთ ?!

როგორ ახერხებს სოციალური ქსელი ჩვენი ინტერესებისა და ფიქრების გამოცნობას – თემაზე გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” ScriptKid Academy-ის საოპერაციო დირექტორი, ეკატერინე დვალი საუბრობს:

„ერთ ამბავს გავიხსენებ – ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, პარანოია მაქვსო. მისი თქმით, ფეისბუკზე ზუსტად ის შეხვდა, რაზეც ფიქრობდა. პარანოია არ არის. რეალურად, გავლენას რამდენიმე ფაქტორი ახდენს. პირველი, ჩვენი მონაცემების თვალთვალია. ალგორითმი ჩვენს ქცევას სწავლობს – რაც ვნახულობთ, რას ვალაიქებთ, რა გავუზიარეთ სხვას. შესაძლოა, პირობითად, Gooogle-ში ვიკითხეთ, რომელია ყველაზე კარგი ყავის აპარატი. შევალთ თუ არა Facebook-ზე, ყავის უამრავი აპარატი შეგვხვდება. Facebook-ს ინფორმაცია Gooogle-დან გადააქვს და ამუშავებს. ასევე, სოციალური ქსელებისთვის პროგნოზირებადები გავხდით. რაკი ჩვენ ასე აქტიურად ჩვენს პირად ინფორმაციას ვაზიარებთ, შეიძლება, Gooogle-ს არც ვკითხოთ, რომ ყავის აპარატი გვინდა, მაგრამ ყავის შესახებ რაიმე ინფორმაცია მოვიძიოთ, ფოტოები დავალაიქოთ, ეს მას ნიშანს აძლევს, რომ კონკრეტული ადამიანი, შესაძლოა, პოტენციურად ყავის აპარატის შემძენი იყოს. ამიტომ, შესაბამის რეკლამას სთავაზობს. გაფიქრებაც ჩვენი ქცევის პროგნოზია. ის, რომ, პირობითად, ყავაზე რაღაც ინფორმაცია შევაფასე ან გავაზიარე, ყავის ჭიქა, ყავა მოვიწონე, ალგორითმი ჩვენს ქცევას სწავლობს და ხვდება, რა მოგვწონს. ხშირად სხვადასხვა პლატფორმა, აპლიკაცია Facebook-ს ჩვენს ინფორმაციას აძლევს და ის ამ ინფორმაციას ამუშავებს. შესაძლოა, ტელეფონში რაღაც მოვძებნეთ, ჩვენი ექაუნთი ჩართული გვაქვს და იგივე ექაუნთი კომპიუტერშიცაა, ინფორმაციას გადაიტანს და საბოლოო ჯამში, ნახულობს, რა გვინდა.“

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები