როგორ დავაღწიოთ თავი კოლორადოს ხოჭოს

როგორ დავაღწიოთ თავი კოლორადოს ხოჭოს | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

როგორ დავაღწიოთ თავი კოლორადოს ხოჭოს

კოლორადოს ხოჭო რომ ამერიკული წარმოშობისაა, ეს მისი სახელწო­დე­ბი­და­ნაც ჩანს. კარტოფილის, პამიდვრის, ბად­რიჯ­ნის, წიწაკის, თამბა­ქოს ეს დაუძი­ნე­ბელი მტერი მთელ მსო­ფ­­ლი­ო­შია მოდებუ­ლი და, რომ არასრულფა­სო­ვა­ნი აგ­­­რო­ტექ­ნი­­კუ­რი ღო­ნისძიებები, ის სერი­ოზულ ზიანს მო- უტანდა სოფლის მეურნეობას.
როგორც კი ეს მავნებელი თქვენს ნაკვეთში გა­მოჩნდება, პირველ რიგში, მოიმარჯვეთ ჭურ­ჭელი, რომელშიც ნავთი ან მარილის კონცენ­ტრირებული წყალხსნარია ჩასხმული. შე­აგ­რო­ვეთ ხოჭოები და შიგ ჩაყარეთ, შემდეგ დაწ­ვით, ხოლო პლანტაცია აუცილებლად შეწამლეთ ქლოროფოსით, დილორით ან კარატეთი. ხმარების წესი აღნიშნულ პრეპარატებს თან ახ­ლავს.
კოლორადოს ხოჭოს ნამატი. კოლორადოს ხოჭო 8 კმ/სთ სიჩქარით დაფრინავს, დებს 400-მდე კვერცხს. ხოჭო წვერიდან ძირამდე ანადგურებს კარტოფილის (და ამ ოჯახის წარმომადგენლების) ფოთლებს. ერთი დედლის მარტო ერთი წლის ნამატის გამო­საკ­ვებად საჭიროა 25 ტონა ფოთოლი, რასაც სჭირდება 100 000 ძირი მცენარე. ხელშემ­წყობ პირობებში ერთი დედალი ხოჭო ზაფხულის განმავლობაში დადებდა 30 მილიონ კვერცხს!

ჭიამაიას უნდა გავუფრთხილდეთ – ანადგურებს ცრუფარიანებსა და სხვა პატარა ზომის მავნე მ­წერებს.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). როგორ დავაღწიოთ თავი კოლორადოს ხოჭოს. 26 დეკემბერი, 2025. https://shenisofeli.ge/rogor-davaghtsiot-tavi-kolorados-khochos/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. როგორ დავაღწიოთ თავი კოლორადოს ხოჭოს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/rogor-davaghtsiot-tavi-kolorados-khochos/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network