პარასკევი, ივნისი 27, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიროგორ გავზარდოთ გოჭი?

როგორ გავზარდოთ გოჭი?

როგორ გავზარდოთ გოჭი?

რა თქმა უნდა, გლეხების უმეტესობისათვის ეს ჩვეულებრივი საქმეა, მაგრამ ბევრს არავითარი ცოდნა არ აქვს ამ საქმიანობაში. არადა, სანამ გოჭს შეიძენთ, იზრუნეთ ნორმალური საღორის აშენებაზე. ის უნდა იყოს თბილი, მშრა­ლი, კაპიტალური სახურავით გადახურული. იატა­კი ჯობს ფიცრის, აუცილებლად კარისკენ დახ­რი­ლი. საჭიროა ფანჯარაც, რომლის სიდი­დეს ასე ანგარიშობენ: იატაკის ფართობს ყო­ფენ 12-ზე და იმ ზომის ფანჯარას აკეთებენ. სა­ღორეს პატარა ეზოც სჭირდება, სადაც გოჭი სე­ირნობს და საკვებსაც იქვე იღებს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ცხო­ველის კვება. უნდა ისიც იცოდეთ, რომ მეტწილ საკვებს აძლევენ ნატურალური სახით. მარცვლეული მიეცით დაფქულ-დაღერღილი, ძირხვენები და ბაღჩეული (კიტრი, გოგრა, ნესვი, საზამთრო და ა.შ.) – დაქუცმაცებული. კარტოფილი აუცილებლად კარგად გარეცხეთ (ასევე ძირხვენებიც), თუ ღივები აქვს, შეაცალეთ, დამპალი და გამწვანებული ნაწილები მოაჭერით, მოხარშეთ და ისე მიეცით.

როგორ გავზარდოთ გოჭი? | შენი სოფელი

გახსოვდეთ

მიეცით იმდენი საკვები, რომ საკვებურში არ დარჩეს! ასეთი საკვები გადასა­ყრელი ხდება, რაც არაეკონომიურია. ამი­ტომ, აჭამეთ 15-20 წუთის განმავლობაში, შემდეგ ააცალეთ საჭმელი და დაუდგით წყალი.

მარცვლეულ-ფურაჟს დაამატეთ სუფრის მა­რილი, ცარცი, ძვლის ფხვნილი, ხის ნახშირი, დაფქული ნიჟარები. სუფრის მარილი აუცილებელია, ოღონდ მიეცით ასე: 2 თვის გოჭს – 10გ-მდე, 3 თვისას – 15 გ, 4 თვისას – 18-20 გ, 4-5 თვისას 20 გ, 7-12 თვისას – 35გ, ხოლო ზრდასრულებს 40-45 გ დღეში.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

ზოგიერთი რამ ბოცვერსა და მებოცვრეობაზე

author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები