10 სასარგებლო რჩევა – რითი ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები მცენარეთა დაავადებებს და მავნებლებს

10 სასარგებლო რჩევა - რითი ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები | შენი სოფელი
4 წუთიანი წაკითხვა
#image_title

10 სასარგებლო რჩევა – რითი ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები მცენარეთა დაავადებებს და მავნებლებს

სასარგებლო რჩევები

1. ძროხის ნაკელში გამრავლებული ბაქ­ტე­რიები კარგად უმკლავდებიან დაავადება ნა­ცარს. ამიტომ 1 წილი ნაკელი გახსენით 3 წილ წყალ­ში, დააყოვნეთ 3 დღე-ღამის განმავლობაში, გაწურეთ, გააზავეთ წყლით 1:3-ზე და საღამოს შეასხურეთ დაავადებულ მცენარეს.
2. ყინვების დაწყებამდე შტამბსა და დე­­და ტოტებზე ბაქტერიული კიბოთი დაზი­ანე­ბული ადგილები ამოჭერით საღ მერქნამდე, და­ამუშავეთ 3%-იანი შაბიამნის ხსნარით და ამოლესეთ ნაზავით: 70% ნიგროლი, 15% კანიფოლი, 15% პარაფინი, ან 70% ნიგროლი და 30% ხის ნაცარი. ბაქტერიული კიბოს წინააღმდეგ ფოთოლცვენის დაწყებამდე ასხურებენ 1%-იან ბორდოს ხსნარს (1 კგ შაბიამანი, 1 კგ კირი 100ლ წყალზე).
3. ატმის ფოთლის სიხუჭუჭის წინააღმდეგ, ფო­­თოლ­ცვენის შემდეგ, მცენარეებსა და შტამბის გარშემო ნიადაგს შეასხურეთ 5%-იანი შარდოვანას ხსნარი (10 ლ წყალზე 500 გ შარდოვანა). ახალგაზრდა ხეებს შეასხურეთ იგივე 4%-იანი ხსნარი. ფოთლის სიხუჭუჭის პროფილაქტიკ­ის საუკეთესო საშუალებაა მცენარეთა შეს­ხურება და ფესვების დამუშავება ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატ „ბიორაგის“ ხსნარით.
4. მავნებელთა და დაავადებათა მოზამთრე სტადიების გასანადგურებლად, ფოთოლცვენის შემდეგ, ვეგეტაციის დაწყებამდე, როცა ჰაერის ტემპერატურა +5ºჩ-ზე მაღალია და 20ºჩ-ზე დაბალი, კარგია ხე-ბუჩქნარს შეასხუროთ 1%-იანი დნოკის ხსნარი (10 ლ წ­ყალზე – 100 გ), შესხურება რეკომენდებულია 2-3 წელიწადში ერთხელ.
5. პამიდვრის ახალი, საღი მიწისზედა ნა­წილებისა და ფესვების 4 კგ ნედლი მასალის ნაყენი გამოიყენება ხერხიების ღიად მცხოვ­რები მატლების წინააღმდეგ.
ნახარშის დამზადების წესი: 4 კგ ახალ, ნედლ მწვანე მასას ათავსებენ ჭურჭელში, ასხამენ 10ლ წყალს და ადუღებენ 30 წუთს. შესხურების წინ აზავებენ წყლით შეფარდე­ბით 1:3 და უმატებენ 10 ლ ნახარშზე 40 გ საპონს.
6. გვირილის ფოთლებსა და თანაყვა­ვი­ლე­დებს აშრობენ ჩრდილში, დაქუცმაცებულ მშრალ­ მა­სალას ათავსებენ ვედროში. 1 კგ მშრალ მა­სას ასხამენ 10 ლ წყალს და აჩე­რე­ბენ 12 სთ. შემდეგ ატარებენ საცერში, აზავებენ წყლით (1:3), უმატებენ 40გ საპონს და ასხურებენ. ვეგეტაციის პერიოდში გამოიყენება ტილების, ტკიპების და სხვა მწუწნავი მავნებლების წინააღმდეგ.
7. ფარსმანდუკის ფოთლებს და მწვანე მასას აგროვებენ ყვავილობის დასაწყისში. მასას აშრობენ, აქუცმაცებენ. 800 გ გამომშრალ მასალას უმატებენ 10 ლ ადუღებულ წყალს და აჩერებენ 36-38 საათს, ანდა ადუღებენ 30 წუთს. 10ლ ნახარშს უმატებენ 20 გ საპონს და იყენებენ ხეხილის ფსილების, ტილების, ტკიპების და სხვა მწუწნავი მავნებლების წინააღმდეგ ერთჯერადი შესხურებისთვის მავნებლის გამოჩენისთანავე.
8. აბზინდის მწვანე მასას აგროვებენ ყვავილობის დროს, 1 კგ-ს ათავსებენ ვედროში, ასხა­მენ 10 ლ წყალს, ადუღებენ 10-15 წუთს. აცივებენ, ატარებენ საცერში, უმატებენ 40 გ საპონს 10 ლ ნახარშზე და ასხურებენ ვეგეტაციის პერიოდში მღრღნელი მავნებლების წინააღმდეგ 15 დღის ინტერვალით 2-ჯერ.
9. ბურბუშელას კარგად გარეცხილ 300გ ფეს­ვებს ან 400გ წინასწარ დაჭრილ ნედლ ფოთ­ლებს ასხამენ 10 ლ თბილ წყალს და აჩერე­ბენ 1-2სთ. ატარებენ საცერში და ას­ხურებენ მცენარეს ვე­გე­ტაციის პერიოდში დაყვავილების­თანავე.
10. ფორთოხლის ქერქის ნაყენის დასამზადებლად 1კგ გამხმარ დაქუცმაცებულ ქერქს ას­ხამენ 10 ლ წყალს და ტოვებენ 3 დღის განმავ­ლობაში ბნელ ადგილას, გაზავების გარეშე ას­ხუ­რებენ ცრუფარიანების წინააღმდეგ ოთახის პირობებსა და სათბურებში.

ბაღის მავნებლებსა და დაავადებებთან ბრძოლის კალენდარი. 

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). 10 სასარგებლო რჩევა – რითი ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები მცენარეთა დაავადებებს და მავნებლებს. 21 ნოემბერი, 2025. https://shenisofeli.ge/10-სასარგებლო-რჩევა-რითი-ებ/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. 10 სასარგებლო რჩევა – რითი ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები მცენარეთა დაავადებებს და მავნებლებს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/10-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%91/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network