ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რაჭის ეროვნული პარკი 4 759 ჰექტრით გაფართოვდა. ასევე, შეიქმნა ამბროლაურის დაცული ლანდშაფტი და ხუთი ბუნების ძეგლი: უშოლთის, კიდობანის, საკიშორის, მურადის და შარეულას მღვიმეები.
რაჭის ეროვნული პარკი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, ონის მუნიციპალიტეტში 2023 წელს შეიქმნა.
დაცული ტერიტორიების შექმნა და არსებულის გაფართოება მნიშვნელოვან როლს თამაშობს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებაში, ბიომრავალფეროვნების დაცვაში, ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვაში, რეგიონის რეკრეაციული სივრცის გაფართოებასა და ტურიზმის განვითარებაში. რაჭის ეროვნული პარკის განვითარება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ტრადიციული მეურნეობის მხარდაჭერას, ასევე ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემების აღდგენას.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniSofeli.ge. რაჭის დაცული ტერიტორიები გაფართოვდა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 28]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/
shenisofeli.ge

