რატომ არ შეიძლება აჯიკისა და ტყემლის პლასტმასის ბოთლში შენახვა – ექიმის გაფრთხილება

Orange background with a white rounded-square logo in the center containing the letters 'ag60', and a white Georgian wordmark beneath the logo.
1 წუთიანი წაკითხვა
რატომ არ შეიძლება აჯიკისა და ტყემლის პლასტმასის ბოთლში შენახვა - ექიმის გაფრთხილება

ექიმი ნუტრიციოლოგი და კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია განმარტავს, რა უნდა გავითვალისწინოთ საკვები პროდუქტების შესანახი ჭურჭლის შერჩევისას და რომელ შემთხვევებში შეიძლება ჭურჭლის მასალამ რისკები შექმნას.

როგორც მარი მალაზონიამ გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ აღნიშნა, ღვინის, აჯიკის, ტყემლისა და ძმრის პლასტმასის ჭურჭელში შენახვა არ არის რეკომენდებული.

მისივე განმარტებით, ყურადღება უნდა მივაქციოთ მომინანქრებული, ე.წ. ემალირებული ჭურჭლის მდგომარეობასაც. თუ მინანქარი დაზიანებულია, მისი გამოყენება აღარ არის მიზანშეწონილი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომელი პროდუქტი რასთან ურთიერთობაში, რომელ მასალასთან ურთიერთობაში ქმნის რისკს“,- აცხადებს მარი მალაზონია.

ნუტრიციოლოგის თქმით, მნიშვნელოვანია, მომხმარებლებმა კარგად შეაფასონ ჭურჭლის დანიშნულება და მასალა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სხვადასხვა პროდუქტის ხანგრძლივად შენახვას ეხება.

 

გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის