პარასკევი, ნოემბერი 15, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარას ნიშნავს პირჯვრის გამოსახვისას თითოეული წერტილი, რომელზეც ხელს ვიდებთ

რას ნიშნავს პირჯვრის გამოსახვისას თითოეული წერტილი, რომელზეც ხელს ვიდებთ

პირჯვრის წერით ასოებივით ვიწერთ სხეულზე ჩვენს სარწმუნოებას. ასეთი წეს-ჩვეულება უძველესი დროიდან ჩამოყალიბდა ქრისტეს ეკლესიაში. და, რაც მთავარია, ჯვრის გადასახვისას სიტყვებით: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“ – ვაკურთხებთ ჩვენს ყოველ კეთილ საქმეს და ვიცავთ თავს ბოროტისაგან.

მარჯვენა ხელის სამი თითის (ცერა, საჩვენებელი და შუათითი) ერთად დაწყობით ვაღიარებთ წმინდა სამებას, ხოლო დარჩენილი ორი თითის ხელისგულზე დადებით – იესო ქრისტეს ორბუნებოვნებას: კაცობრივს და ღვთიურს.

პირჯვრის გადაწერისას ხელს მივიტანთ პირველად შუბლზე, მეორედ – მუცელზე, მესამედ – მარჯვენა მხარზე, მეოთხედ კი – მარცხენაზე, ამით გამოისახება ჯვარი, რომელზეც ეცვა ჩვენთვის უფალი იესო ქრისტე. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ პირჯვრის გადაწერისას ჯვრის ქვედა ბოლო ზედაზე მოკლე არ გამოვიდეს, რომ ამობრუნებული ჯვარი არ გამოვისახოთ.

ღმერთმა ისე მოაწყო ადამიანების აგებულება, რომ ყველა ადამიანს აქვს 4 ერთნაირი წერტილი: თავი, რომელიც მართავს მთელ სხეულს მამა ღმერთის მსგავსად; მუცელზე ჭიპი – ნიშანი ჩვენი ცოდვიანი შობისა, რომლისგანაც გვიხსნა ქრისტე მაცხოვარმა; შემდეგ მარჯვენა მხარი, რომელზეც იმყოფება ჩვენი მფარველი ანგელოზი და ეს რომ გვწამს, ვაძლევთ მას უფლებას, გააგდოს ეშმაკი, რომელიც ზის მარცხენა მხარზე. ამიტომაც პირჯვრის გამოსახვის დროს წარმოვთქვამთ: „სახელითა მამისათა“ და ვიდებთ სამ თითს თავზე, რომელიც გვმართავს; შემდეგ ვიდებთ ჭიპზე და ვამბობთ: „და ძისათა“, რომელმაც გვიხსნა ჩვენ; „და სულისა წმიდისათა“, – ვიდებთ მარჯვენა მხარზე და ბოლოს – მარცხენა მხარზე და ვამბობთ მხოლოდ „ამინს“, ანუ რომ ჭეშმარიტია ყოველივე ის, რაც სიტყვებით წარმოვთქვით და მხოლოდ ამის შემდეგ თაყვანს ვცემთ ღმერთს ჩვენი განწმედისათვის. ხოლო ის, ვინც იწყებს თაყვანისცემას მანამ, სანამ ხელს მიიტანს მარცხენა მხრამდე და იტყვის „ამინ“, მას ჯერ არა ჰყავს გაგდებული ეშმაკი.

ეს 4 წერტილი – არის 4 სამსჭვალი, რომლითაც მიალურსმეს იესო ქრისტე, ამიტომ პირჯვარი უნდა გამოვისახოთ კრძალვით და აუჩქარებლად. როგორც იოანე ოქროპირი გვაუწყებს, მხოლოდ იმ პირჯვრის გადაწერას აქვს მადლი, როდესაც ჩვენთვის ჯვარცმულ მაცხოვარს წარმოვიდგენთ, ვიხსენებთ, რომ ჯვარზე, რომელსაც გამოვისახავთ, გააკრეს მაცხოვარი.

სასულიერო პირების განმარტებით, პირ­ჯვრის გა­და­წე­რა ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით დღეს, როცა ყო­ველწამს საფრ­თხე გვე­მუქ­რე­ბა, მათ შორის, ტრანსპორტში – ეკლესიის დანახვისას (თუმცა აუცილებელი არ არის).

„პირჯვრის გამოსახვა შინაგანი ლოცვის გარეგნული გამოვლინებაა. ლოცვა კი ყველგან, ყოველთვის და ნებისმიერ მდგომარეობაში შეიძლება. წმ. ტაძართან ჩავლისას ადამიანმა უფალს უნდა შეთხოვოს ცოდვათა მიტევება, შეწევნა, ხოლო წმინდანს (ვის სახელზედაცაა ტაძარი აგებული) – მეოხება ღვთის წინაშე; პირჯვრის გადაწერა აძლიერებს ჩვენს ლოცვას და გვიცავს ბოროტისაგან (რამეთუ ჯვარი ძალაა ღვთისა). არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რამდენჯერ გადავიწერთ პირჯვარს“, – განმარტავს მღვდელი თეოდორე გიგნაძე.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
როგორ გავატაროთ 5 დღე ტაილანდში და მის კუნძულებზე

როგორ გავატაროთ 5 დღე ტაილანდში და მის კუნძულებზე

14 November, 2024
აივ ინფექციის პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა

აივ ინფექციის პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა

ნოემბერი 15, 2024
რა პრობლემებზე მეტყველებს დაულაგებელი სახლი

რა პრობლემებზე მეტყველებს დაულაგებელი სახლი

15 ნოემბერი 2024
მცირე ფორმატის ფილები აბაზანაში — 3 შთამაგონებელი იდეა

მცირე ფორმატის ფილები აბაზანაში — 3 შთამაგონებელი იდეა

ნოემბერი 15, 2024
VIDEO: ,,მიუხედავად იმისა, რომ შვილმკვდარი დედა ვარ, ამაზე ცუდი სამი წელი არ მქონია.”- მაია ასათიანი

VIDEO: ,,მიუხედავად იმისა, რომ შვილმკვდარი დედა ვარ, ამაზე ცუდი სამი წელი არ მქონია.”- მაია ასათიანი

14 ნოემბერი 2024
ვიდეო – სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი

ვიდეო – სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი

ნოემბერი 15, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ მოვამზადოთ მარტივი და გემრიელი სადილი

როგორ მოვამზადოთ მარტივი და გემრიელი სადილი

ნოემბერი 15, 2024
მიცერალური წყალი და მისი მნიშვნელობა სახის კანის მოვლასა და გასუფთავებაში

მიცერალური წყალი და მისი მნიშვნელობა სახის კანის მოვლასა და გასუფთავებაში

ნოემბერი 15, 2024
საქართველოს ავიაბაზარზე ბერძნული ავიაკომპანია SKY express-ი შემოვიდა

საქართველოს ავიაბაზარზე ბერძნული ავიაკომპანია SKY express-ი შემოვიდა

15 ნოემბერი 2024
ნაძალადევის რაიონს ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა – ზღვისუბნის დასახლებაში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონს ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა – ზღვისუბნის დასახლებაში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

ნოემბერი 15, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები