საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობის თანდათანობით დასრულებასთან ერთად ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულების და თბილისის შემოვლითი გზის განვითარებას გეგმავს. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, უკვე სრულდება ჟინვალი-ნახატარის 4-ზოლიანი მაგისტრალის პროექტირების სამუშაოები, თუმცა მიმდინარე წელს საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება დაგეგმილი არ არის.
BMG-ის ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, რომ სრულდება თბილისის ახალი შემოვლითი გზის საპროექტო სამუშაოებიც, რომელიც მცხეთის, ჯვრის მონასტრის მიმდებარედ დაიწყება, გვირაბის მეშვეობით გაგრძელდება ზაჰესის, გლდანის და თბილისის ზღვის მიმართულებით, შემოუვლის ლილოს დასახლებას და სამხრეთით, რუსთავისკენ მიემართება.
ჯერჯერობით ახალი მარშრუტების დეტალური პროექტი დამტკიცებული არაა. აღნიშნული მაგისტრალის პროექტირებაზე იტალიური საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიები Anas International Enterprise-ი და IRD Engineering-ი მუშაობდნენ. პროექტირების ტენდერი ჯერ კიდევ 2016 წელს გამოცხადდა და ის აზიის განვითარების ბანკის სესხის ფარგლებში დაფინანსდა.
მის ფარგლებში მიმდინარეობს ნატახტარი-ჟინვალის 27-კმ-იანი და თბილისის შემოვლითი გზის 50-კილომეტრიანი მონაკვეთების პროექტირებები.
ინტერნეტში ვრცელდება სწორედ Anas International Enterprise-ი და IRD Engineering-ის მიერ მომზადებული გზის რენდერი, რომელიც სავარაუდოდ ამჟამინდელი მდგომარეობით არსებულ საპროექტო მარშრუტს მოიცავს.
ჯერჯერობით უცნობია რამდენი მილიონი ლარი შეიძლება დაჯდეს როგორც ჟინვალი-ნატახტარის, ასევე თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა და როდის გამოცხადდება შესაბამისი ტენდერები.
ჟინვალი-ნატახრისა და თბილისის შემოვლითი გზის პროექტის რენდერი:
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები