ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტრომოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები გაზრდილი სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები გაზრდილი სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ

პროგრამაში შესული ცვლილებით, 150,000 ლარიდან 250,000 ლარამდეა გაზრდილი მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენაზე სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური ოდენობა, – ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე, მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში შეადგენს ღირებულების არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 250,000 ლარს, ხოლო ჩაის საკრეფი ხელის ტექნიკის შემთხვევაში − არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარს.

პროგრამის დადგენილი პირობებით, შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი), წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს ორი კალენდარული წლით ადრე; ამავდროულად, ტექნიკაზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის განმავლობაში.

განაცხადების მიღება 15 ივლისს 12:00 საათზე დაიწყება. პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები