მთავარი სამინისტრო მესაქონლეობის მიმართულებით სახელმწიფოს მხარდაჭერის დამატებითი მექანიზმები

მესაქონლეობის მიმართულებით სახელმწიფოს მხარდაჭერის დამატებითი მექანიზმები

0
მესაქონლეობის მიმართულებით სახელმწიფოს მხარდაჭერის დამატებითი მექანიზმები
საქართველოს მთავრობა მესაქონლეობის მიმართულებით ახალი მხარდაჭერის მექანიზმების განხორციელებას იწყებს. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში სამი ახალი ქვეკომპონენტი ამოქმედდება ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მესაქონლეობის მიმართულებით სახელმწიფოს მხარდაჭერის დამატებითი მექანიზმების  შესახებ ისაუბრა.

„შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, მესაქონლეობის მიმართულებით ჩვენ ვაფინანსებთ კონკრეტულ ღონისძიებებს. ქვეყანაში რძის და ხორცის წარმოების შემდგომი  ზრდა-განვითარება არის მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში შევიტანეთ ცვლილებები; სამი ახალი ქვეკომპონენტი ამოქმედდება ამ მიმართულებით.  ეს შეეხება  მაღალპროდუქტიული მერძეული და მეხორცული მიმართულების ფერმის დაფინანსებას, სასუქი მსხვილფეხა პირუტყვის სადგომის მოწყობის და მსხვილფეხა პირუტყვის მცირე ფერმერული მეურნეობების დაფინანსებას. განსხვავება, რაც მინდა აღვნიშნო, არსებულ კომპონენტებსა და ახალს შორის არის ის, რომ ჩვენ პირველ კომპონენტში, ნაცვლად 4 წლისა, 7 წლის განმავლობაში  გავაგრძელებთ თანადაფინანსებას; საპროცენტო განაკვეთი 11%-ის ფარგლებშია დღეს და ახალი კომპონენტითაც ასე იქნება;  რაც შეეხება მცირე ფერმერულ მეურნეობებს, აქ ჩვენ გავცემთ 40,000 ლარის ფარგლებში საგრანტო დაფინანსებას იმისათვის, რომ მოეწყოს შესაბამისი ფერმერული მეურნეობა და სადგომები თანამედროვე სტანდარტებით“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი ცვლილება ამ პროექტის ფარგლებში არის ის, რომ თითოეულ პროექტს, რომელიც იქნება წარმოდგენილი, სამინისტროს შესაბამისი სამსახურები განიხილავენ. ყველა პროექტი, ყველა ფერმერული მეურნეობა უნდა იყოს დაპროექტებული და მოწყობილი თანამედროვე სტანდარტებით, დაცული უნდა იყოს სურსათის უვნებლობის საკითხი. თითოეული პროექტი განხილული იქნება სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის სააგენტოს მიერ; შემდგომ ეტაპზე განხორციელდება მონიტორინგი.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniSofeli.ge. მესაქონლეობის მიმართულებით სახელმწიფოს მხარდაჭერის დამატებითი მექანიზმები [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 1]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%94/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here