„10-12 წლის წინ ჩვენ მევენახეების შემოსავალი კახეთში 50 მილიონი ლარი იყო, წელს ველოდებით, რომ მინიმუმ 350 მილიონი იქნება, რაც ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია“

„10-12 წლის წინ ჩვენ მევენახეების შემოსავალი კახეთში 50 | შენი სოფელი
3 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თელავში რთველი 2024-ის საკოორდინაციო შტაბის გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დაესწრო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფომ წლებია, რაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგი პრიორიტეტად გამოაცხადა და ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა დარგის განვითარებისთვის. „10-12 წლის წინ ჩვენ მევენახეების შემოსავალი კახეთში 50 მილიონი ლარი იყო, წელს ველოდებით, რომ მინიმუმ 350 მილიონი იქნება, რაც ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია“

„რთველი 2024“-ის საკოორდინაციო შტაბის გახსნა თელავში კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოს მთავრობის გამორჩეულ ყურადღებას მევენახეობა-მეღვინეობის დარგში. ინვესტიციები და განვითარების პროგრამები ხელს შეუწყობს სფეროს გაწვდვას და ქვეყნის ეკონომიური პოზიციების გაძლიერებას.

„სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერამ და კერძო სექტორთან, მეღვინეებთან, კომპანიებთან აქტიურმა თანამშრომლობამ მოგვცა ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს და რაც გამოიხატა როგორც წარმოების, ისე ღვინის ექსპორტის ზრდაში. თუ 10-12 წლის წინ კახეთში ჩვენი მევენახეების შემოსავალი იყო წლიურად 50 მლნ, წელს ველოდებით, რომ მინიმუმ 350 მლნ იქნება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია. თუ ღვინოზე მოთხოვნა არ იქნება, რა თქმა უნდა, ყურძნის ფასიც ვერ იქნება შესაბამისი. ამიტომ ჩვენ, ვეხმარებით კომპანიებს, მევენახეებს, ვეხმარებით დარგს მთლიანობაში, დაწყებული პირველადი წარმოებიდან დამთავრებული მისი რეალიზაციით. მსოფლიო ბაზარზე მარკეტინგული ღონისძიებებისთვის მნიშვნელოვან დაფინანსებას მივმართავთ ყოველწლიურად. მხოლოდ და მხოლოდ მეტი მოთხოვნა ღვინოზე განაპირობებს, რომ ყურძენზე ფასი იყოს უფრო მაღალი. შარშან, რქაწითელზე მინიმალური ფასი 90 თეთრის ფარგლებში განისაზღვრა, თუმცა საშუალო ფასი დაფიქსირდა, დაახლოებით, 1 ლარი და ხუთი თეთრი. წელსაც ჩვენ ველოდებით, რომ ფასი განსაზღვრულ მინიმალური ფასზე მაღალი იქნება. ჩვენი ამოცანაა, რომ კერძო სექტორმა მაქსიმალურად მოახდინოს ყურძნის შესყიდვა და შემდგომ უკვე ღვინის რეალიზაცია“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აღსანიშნავია, რომ მევენახე ფერმერების მიერ მოწეული ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველი სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს, რაც 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის საშუალებას, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთვლის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითლის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში ჩამბარებელს არანაკლებ 1.00 ლარს გადაუხდის. კახეთის რეგიონში, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია 1კგ რქაწითელზე 0.20 ლარს შეადგენს. ქალაქ თელავში რთვლის საკოორდინაციო შტაბი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი (1501) 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). „10-12 წლის წინ ჩვენ მევენახეების შემოსავალი კახეთში 50 მილიონი ლარი იყო, წელს ველოდებით, რომ მინიმუმ 350 მილიონი იქნება, რაც ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია“. 20 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/10-12-tslis-tsin-chven-mevenakheebis-shemosavali-kakhet/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. „10-12 წლის წინ ჩვენ მევენახეების შემოსავალი კახეთში 50 მილიონი ლარი იყო, წელს ველოდებით, რომ მინიმუმ 350 მილიონი იქნება, რაც ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია“ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/10-12-tslis-tsin-chven-mevenakheebis-shemosavali-kakhet/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network