შაბათი, ივნისი 28, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაკლიმატის ცვლილების დაჩქარებასთან ერთად, ნახშირბადის შემცირების გზით ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ზრდის პრაქტიკების დანერგვას...

კლიმატის ცვლილების დაჩქარებასთან ერთად, ნახშირბადის შემცირების გზით ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ზრდის პრაქტიკების დანერგვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება

იცით, თუ არა, რომ თითო ხეს წელიწადში, დაახლოებით, 21 კგ ნახშირბადის შთანთქმა შეუძლია?

კლიმატის ცვლილების დაჩქარებასთან ერთად, ნახშირბადის შემცირების გზით ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ზრდის პრაქტიკების დანერგვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა კი, რაც შეიძლება მეტი ხის დარგვა და არსებული ტყის მასივების დაცვა და შენარჩუნებაა.

მხოლოდ ერთი ხის დარგვით თქვენ:
ამცირებთ ბუნებრივი კატასტროფების: ზვავის, წყალდიდობისა და მეწყრის რისკს;
წვლილი შეგაქვთ ჰაერის დაბინძურების შემცირებაში – თითო ხე წელიწადში, ჰაერიდან 27 ტონაზე მეტ დამბინძურებელს ფილტრავს;
ეხმარებით ფაუნის წარმომადგენლებს საარსებო გარემოს შენარჩუნებაში;
მონაწილეობას იღებთ ტემპერატურის რეგულირებაში – კვლევების მიხედვით, გამწვანებულ ურბანულ სივრცეში, ატმოსფერული ტემპერატურა გაცილებით დაბალია, შედეგად გასაგრილებლად კონდიცირების გამოყენება ნაკლებ საჭიროა, რითაც ენერგიასაც ვზოგავთ;
კვლევების თანახმად, გამწვანებულ გარემოში ცხოვრება დეპრესიასა და შფოთვას ამცირებს.
თითოეული ხე მნიშვნელოვანია, დარგეთ და და იზრუნეთ პლანეტის მომავალზე!
პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ თანადაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და შვედეთის მთავრობის მიერ, მის განხორციელებას კი გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

კლიმატის ცვლილების დაჩქარებასთან ერთად, ნახშირბადის შემცირების გზით ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ზრდის პრაქტიკების დანერგვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება | შენი სოფელი

author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები