ითვალისწინებდნენ თუ არა ჩვენი წინაპრები გარემოს და კლიმატს, როდესაც სახლის მშენებლობას იწყებდნენ?
ამ კითხვაზე პირდაპირ პასუხს კავკასიონის ცივ მთებში ჩაკარგული შატილის კოშკები გაგვცემენ.
სამ,ოთხ ან ხუთსართულიანი თავდაცვითი და საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად ფიქალია გამოყენებული. კედლების სისქე დაახლოებით ერთ მეტრს აღწევს. სწორედ ქვის სქელი კედლების მეშვეობით ხდება საცხოვრებელში სტაბილური ტემპერატურის შენარჩუნება.
ტემპერატურის სტაბილურობას დამატებით ისიც უწყობს ხელს, რომ მეზობელი სახლების კედლები ერთმანეთს მჭიდროდ ებჯინება.
ქვის სქელი კედლები, ერთმანეთზე მიდგმული ნაგებობები, ვიწრო ფანჯრები, სართულებს შორის კავშირი შენობიდან გასვლის გარეშე… ასე აშენებული კოშკები ზამთარში სითბოს, ხოლო ზაფხულში სიგრილეს კარგად ინარჩუნებდა.
პირველი სართულიდან საქონლის სუნის, შუაცეცხლის ბოლის, ნახევრად ბნელი ოთახების, ჭერხოში კი რწყილების კბენის ატანა თანამედროვე ადამიანისათვის წარმოუდგენელია, თუმცა მაშინდელი ყოფა ხევსურებს კომფორტზე ფიქრის საშუალებას ნაკლებად აძლევდა.
პირველი სართული საქონლის სადგომს წარმოადგენს. სიცივის დროს პირუტყვი სახლში სითბოს დამატებითი წყარო იყო.
კოშკის მეორე სართული მთავარი საცხოვრებელი ადგილია. სახლში ვიწრო და დაბალი კარის მეშვეობით მოხვდებით.
აქ შუაცეცხლი მუდმივად ენთო. ნაპერწკალს ხანძარი რომ არ გაეჩინა, შუაცეცხლის თავზე ფიქლის უზარმაზარი ფილა იყო გადებული.
4. ბოლი ვიწრო ფანჯრებიდან გადიოდა.
5. მეორე სართულზე, სადაც ყველაზე მეტად თბილოდა, ქალებს და ბავშვებს ეძინათ.
6. სართულები ერთმანეთს შიდა კიბით უკავშირდებოდა. კიბეს მორისაგან აკეთებდნენ, რომელშიც საფეხურები იყო ჩაჭრილი.
7. მესამე სართული, იგივე ჭერხო, მამაკაცების დასაძინებელ ადგილს წარმოადგენდა.
8. ხევსურები XX საუკუნის შუა წლებამდე წინაპრების მსგავსად ქვეშაგებად საქონლის ტყავს და ფარდაგებს იყენებდნენ.
9. ჭერხოში ზამთარში საქონლის საკვებ თივას ინახავდნენ.
10. გადახურვა ბანისებური იყო – ფიქალზე დატკეპნილი სქელი მიწა.