„თხილის ბაღის მესაკუთრეებს 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება გადავეცით“ – ოთარ შამუგია

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა
საქართველოს თხილის ბაღების მესაკუთრეებს 21 მილიონი ლარის სახელმწიფო დახმარება გადაეცა 44 ათასი ჰექტარზე მეტ ფართობზე. პროგრამა 2024 წელსაც გაგრძელდება და მოიცავს ბიოწარმოებისა და აგროდაზღვევის მხარდაჭერასაც.

„44 000 ჰა-ზე მეტი ფართობის თხილის ბაღის მესაკუთრეებს, 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება გადავეცით. სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამას 2024 წელსაც განახორციელებს“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„თხილი ათასობით ოჯახის შემოსავლის წყარო და მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. ექსპორტის 70%-ზე მეტი ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 44 000 ჰა-ზე მეტი ფართობის თხილის ბაღის მესაკუთრეებს, 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება გადავეცით. სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამას 2024 წელსაც განახორციელებს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, გაგრძელდება ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, ასევე მაღალმთიან რეგიონებში სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობის სტიმულირება და მხარდაჭერა, რისთვისაც გასულ წელს, სამინისტრომ ახალი პროგრამა დაიწყო. დაფინანსდა 60 ბიზნესიდეა.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ოთარ შამუგიამ აგროდაზღვევის პროგრამაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული ზიანი 80 მლნ ლარს აღემატება. სამინისტრო აქტიურად მუშაობს სადაზღვევო კომპანიებთან ერთად, რათა პროგრამა უფრო მეტად მორგებული იყოს ფერმერების ინტერესებზე.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). „თხილის ბაღის მესაკუთრეებს 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება გადავეცით“ – ოთარ შამუგია. 9 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/თხილის-ბაღის-მესაკუთრეე/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. „თხილის ბაღის მესაკუთრეებს 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება გადავეცით“ – ოთარ შამუგია [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%94/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network