სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებივაშლი თითქმის მთელ დედამიწაზე მოშენებულ-დამკვიდრებული კულტურაა - საქართველოში გავრცელებული ადგილობრივი ჯიშებიდან ცნობილია

ვაშლი თითქმის მთელ დედამიწაზე მოშენებულ-დამკვიდრებული კულტურაა – საქართველოში გავრცელებული ადგილობრივი ჯიშებიდან ცნობილია

ხეხილი, კენკროვანი და სუბტროპიკული მცენარეები

ვაშლი თითქმის მთელ დედამიწაზე მოშენებულ-დამკვიდრებული კულტურაა. მას დარგუ­ლი ხეების რაოდენობისა და მოსავლიანობის მიხედვით პირველ ადგილს აკუთვნებენ. თა­ნაც რა ძვირფასი მოსავლის მომცემია ეს და­ლოც­ვილი ხეხილი! მისი ნაყოფი შეიცავს: შაქრებს, ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, დიდი რაოდენობით ვ­იტამინებს, განსაკუთრებით ჩ (40%-მდე), B და PP. გამოიყენება როგორც ნედლი სა­ხით, ისე გადამუშავებული – ჯემად, ხილფაფად, კომპოტად, მურაბად, ჩირად, მარმელადად, წვნად, ბურახად, უძვირფასეს სა­მ­­კურნალო საშუალებად – ძმრად და ალკოჰო­ლურ სასმლად, ე.წ. ვაშლის ღვინოდაც კი. გარ­და ამისა, ვაშლი, თავისთავად, ერთ-ერთი სა­უკეთესო თაფლოვანი მცენარეც არის – 1ჰა ფარ­თობზე შესაძლებელია 15-დან 50კგ-მდე თა­­ფლისა და დიდი რაოდენობით ყვავილის მტვრი­ს მიღება. ხის მერქანი ძვირფასია წ­ვრილ­მანი ნაკეთობების დასამზადებლად, და, რაც მთავარია, ვაშლი გამოიყენება კუჭ-ნაწლავისა და სხვა და­ავა­დებების სამკურნალოდ.
მსოფლიოში ცნობილია კულტურული ვაშლის ათი ათასზე მეტი ჯიში, საქართველოში – 200, მათგან ყველაზე უფრო გავრცელებული ჯი­შები წარმოშობილია მაჟალოს უშუალო მონაწილეობით; ხალხური სელექციის გზით მისგან მიღებულია ცნობილი ჯიშები: თურა­შაული, კეხურა, ძუძუვაშლი. საქართველოში გავრცელებული ადგილობრივი ჯიშებიდან ცნობილია:
ხომანდული – კახეთი, ქართლი
ლეჩხუმური შაფრანა – რაჭა-ლეჩხუმი
კეხურა – ქართლი, კახეთი
თურაშაული – ქართლი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი
დემირალმა (რკინავაშლი) – აჭარა, გურია, სა­მეგ­რელო, აფხაზეთი
მამულო – მესხეთი
მერეთულა – ქართლი
ერბოვაშლი – რაჭა-ლეჩხუმი
შაქარნაბადა – მესხეთი
აბილაური – მესხეთი, ქართლი
რძევაშლა – მესხეთი
საირმულა – ლეჩხუმი
მსუქანა – მესხეთი
ძუძუვაშლი – ქართლი, კახეთი
ყარანფილა – მესხეთი
შაჰალმა (შაჰის ვაშლი) – მესხეთი
კიტრავაშლი – ქართლი, კახეთი
დანავაშლა – რაჭა-ლეჩხუმი

ყინულა – რაჭა-ლეჩხუმი
ხანდაკურა – ქართლი
ქართული სინაპი (გოგიაანთ ვაშლი) – ქართლი
მუხურული მწვანე – ზესტაფონი, თერჯოლა, ტყი­ბული, ქუთაისი
დასარგავად უკეთესია ორწლიანი ნერგი, დარ­გვის საუკეთესო პერიოდია ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, ვიდრე კლიმატური პირობები ამის შესაძლებლობას იძ­ლევა. თუ ნიადაგი გაყინული არ არის, დარგვა შეიძლება მთელი ზამთრის განმავლობაში. ამრიგად, თესლოვა­ნი კულტურების (ვაშლი, მსხალი, კომში, ზღმარ­ტლი) გაშენება შე­იძლება შემოდგომა-ზამთრის პირობებში სწორი აგროღონისძი­ებების უზრუნველ­ყოფით. ზოგიერთ რაიონში კი უპირატესობა ენიჭება გაზაფხულზე დარგვას. და­სარ­გავი ორმოს სიღრმე 50 სმ-ია, სიგანე 100სმ-მდე. ნერგებს შორის მანძილი დამოკი­დებულია ჯიშზე. ძლიერ საძირეზე დამყნილი ხეხილი მძლავრ ვარჯს ივითარებს, ამიტომ დიდი კვების ა­რეზე ირგვება (10X10, 8X10 ან 8X8 მ-ზე), ნაგალა საძირეზე დამყნილი – 3X4 მ-ზე.
გამზადებული ორმოს ფსკერს კარგად ვა­ფ­ხვიერებთ, მიწაში არეულ გადამწვარ ნაკელს (ან კომპოსტს) ჩავყრით ორმოში და ვაძლევთ კონუსისებურ ფორმას, ზედ გადავანაწილებთ ფესვებს, რომლებსაც წინასწარ ეჭრება დაზიანებული ნაწილები. ნერგს ვრგავთ ფესვის ყელამდე ისე, როგორც იყო ამოღებამდე, და კარგად ვუტკეპნით მიწას. ამის შემდეგ ვუკეთებთ ჯამებს და 1-2 ვედრო წყალს ვასხამთ. ყველა სახის ხეხილი ასე ირგვება.

როგორ დავაღწიოთ თავი კოლორადოს ხოჭოს

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები