ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბებიდაივიწყეთ ანემია - არსებობს რკინის შემცველი პროდუქტები და მათ შესახებ დაწვრილებით მოგიყვებით

დაივიწყეთ ანემია – არსებობს რკინის შემცველი პროდუქტები და მათ შესახებ დაწვრილებით მოგიყვებით

რკინადეფიციტური ანემია – სტატისტიკის მიხედვით, ყოველ მეხუთე ადამიანს აღენიშნება. რისკის ზონაში არიან: სკოლის ასაკის ბავშვები, ფეხმძიმე ქალები და ისინი, ვინც ბევრს მუშაობს. თუ გრძნობთ, რომ დღის ბოლოს თავი გტკივათ, თავბრუ გეხვევათ და სუსტად ხართ, სისხლის ანალიზი ჩააბარეთ. შეიძლება ანემია გქონდეთ.

არსებობს რკინის შემცველი პროდუქტები და მათ შესახებ დაწვრილებით მოგიყვებით:

გოგრის თესლი, ქუნჯუთი, მზესუმზირა

100 გრამი დღეში – დღიური ნორმა

ზომიერად მიირთვით, ზედმეტობაც არაა კარგი. ჭამეთ ცოტ-ცოტა და რეგულარულად.

წიწიბურა

100 გრამი დღეში – დღიური ნორმის 50 პროცენტი

თუ სწორად მოამზადებთ, რკინის დღიურ ნორმას მიიღებთ. ნუ შეჭამთ რძესთან და რძის პროდუქტებთან ერთად. უმჯობესია, მწვანე წიწიბურა მიირთვათ. რაც უფრო მუქი ფერისაა, მით მეტადაა მოხალული და კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს.

თხილი

100 გრამი დღეში – დღიური ნორმის 30 პროცენტი

თხილეულის უმეტესობა რკინით მდიდარია. ყველაზე მეტ რკინას ფსტა შეიცავს, არაქისი და ნუში. ცოტა ნაკლებს – თხილი, კეშიუ და კედრის თხილი.

საქონლის ხორცი

100 გრამი დღეში – დღიური ნორმის 25 პროცენტი

თეთრი ხორცი (ქათამი) ნაკლებად შეიცავს რკინას. უმჯობესია, საქონლის ხორცი მიირთვათ.

ისპანახი

100 გრამი დღეში – დღიური ნორმის 10 პროცენტი

მინერალებისა და ვიტამინების გამო ისპანახი ყველა დიეტაშია ჩართული. შეგიძლიათ დაუმატოთ სალათებში, ხორცისა და თევზის კერძებს, ბუტერბროდებსა და კოქტეილებშიც კი.

ტუნას კონსერვი

100 გრამი დღეში – დღიური ნორმის 10 პროცენტი

ცოცხალს ვერ იყიდით და უმჯობესია, ან კონსერვი მიირთვათ, ან გაყინული. მიირთვით ჭვავის პურთან და მწვანილთან ერთად.

რჩევა:

ორგანიზმს რკინის შეწოვა უჭირს, თუ “ცე” ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავის დეფიციტი გაქვთ. გარდა ამისა, რკინის ათვისებას ხელს უშლის ჩაი და ყავა, რძის და მარცვლეულის პროდუქტები. ამიტომ, ეცადეთ, ყავა და ჩაი არ მიირთვათ 1 საათი ჭამამდე და ჭამის შემდეგ.

დასკვნა

რკინადეფიციტური ანემია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯანმრთელობის პრობლემა გახლავთ, რომელიც სტატისტიკის მიხედვით, ყოველ მეხუთე ადამიანს აქვს. განსაკუთრებით რისკის ზონაში არიან სკოლის ასაკის ბავშვები, ფეხმძიმე ქალები და ადამიანები, ვინც ინტენსიურად მუშაობენ.

რკინადეფიციტური ანემია არ არის საგანგაშო, მაგრამ შეიძლება ჯანმრთელობისთვის სერიოზული პრობლემების მიზეზი გახდეს. თუ გაქვთ სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა ანემიასთან იყოს დაკავშირებული, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და ჩააბარეთ სისხლის ანალიზი.

drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
„ბრიტიშ ეარვეისმა“ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო

„ბრიტიშ ეარვეისმა“ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

მარტი 30, 2025
სახის ნიღბები, რომელიც ბოტოქსივით მუშაობს! დაივიწყეთ ინექციები

სახის ნიღბები, რომელიც ბოტოქსივით მუშაობს! დაივიწყეთ ინექციები

მარტი 30, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

მარტი 30, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები