ტიტას სამი ბოლქვით ნაყიდი სასახლე

ტიტას სამი ბოლქვით ნაყიდი სასახლე | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ტიტას სამი ბოლქვით ნაყიდი სასახლე

ამსტერდამში, გოორას ქუჩაზე, ერთ-ერთ კე­­დელზე, დიდხანს იყო გაკრული ქვის დაფა. მას­ზე ამოკვეთილი წარწერა იუწყებოდა, რომ აქ მდგარი ძვირფასი სასახლე იყიდეს… ტიტას სამი ბოლქვით.
მანამდე ჰოლანდიელებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ ამ მშვენიერ ყვავილზე. იმ წელს კი ვიღაცას შემოეტანა ქვეყანაში მისი ბოლქვები.
შროშანისებრთა ოჯახის ეს ულამაზესი წარმომადგენელი გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკაში, შუა და მცირე აზიაში.

Tulips - ტიტალენდი | Tbilisi
ვისაც გსურთ, რომ კარ-მიდამო გაილამაზოთ, შეიძინეთ ბოლქვები ყვავილების მაღაზიაში და დარგეთ. ტიტას ბოლქვს რგავენ ქოთანში აგვისტო-სექტემბერში. ნიადაგი მზადდება ტყის მიწისა და მდინარის სილის შერევით. ქოთნის ფსკერზე დებენ კრამიტის ან აგურის ნატეხს, ჩაყრიან შიგ მიწას და ბოლქვს რგავენ ისე, რომ მისი 1/3 იყოს მიწის ზევით. ასეთ ქოთნებს ინახავენ სარდაფში, დგამენ ყუთებში და აყრიან ნოტიო მიწას, დაახლოებით 5 სმ-ის სისქეზე. 1-2 თვის შემდეგ გამოაქვთ ოთახში და რწყავენ. შემდეგ გადააქვთ ბაღში და რგავენ.

ყვავილები ზოგჯერ თესლსაც წარმოქმნიან, მაგრამ ტიტას თესლით არ ამრავლებენ, რადგანაც ამ წესით მიღებული მცენარე მხოლოდ 6 წლის შემდეგ ყვავილობს. ფოთლებმიმხმარ ბოლქვებს მიწიდან იღებენ, ერთი დღის განმავლობაში აშრობენ ჰა­ერზე, ათავსებენ ხის ყუთში და ინა­ხა­­ვენ შემოდგომამდე ისეთ ადგილას, სადაც ჰა­ერი მოძრაობს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). ტიტას სამი ბოლქვით ნაყიდი სასახლე. 9 ოქტომბერი, 2025. https://shenisofeli.ge/ტიტას-სამი-ბოლქვით-ნაყიდ/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. ტიტას სამი ბოლქვით ნაყიდი სასახლე [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 21]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%a5%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a7%e1%83%98%e1%83%93/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network