დავით სონღულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ბორდის დირექტორს, დავით მორისონს შეხვდა​

Orange background with a white rounded-square logo in the center containing the letters 'ag60', and a white Georgian wordmark beneath the logo.
1 წუთიანი წაკითხვა
დავით სონღულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ბორდის დირექტორს, დავით მორისონს შეხვდა​

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ბორდის დირექტორს, დავით მორისონს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

“საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, გავაძლიეროთ ბიომრავალფეროვნების დაცვა, დავნერგოთ მართვის თანამედროვე მიდგომები და უზრუნველვყოთ ბუნებრივი ეკოსისტემების გრძელვადიანი შენარჩუნება”, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კოლხეთის დაცული ტერიტორიების გაფართოების, რიონის აღკვეთილის მნიშვნელობის და ზუთხის სახეობებისა და მათი საარსებო გარემოს დაცვის საკითხებზე.

საუბარი შეეხო ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების იუნესკოს აღიარების საკითხსა და საქართველოს დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.

გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის