„საქართველომ ლოკოკინების ექსპორტით 2.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო – რაოდენობრივად ექსპორტი 74%-ით გაიზარდა“

Orange background with a white rounded-square logo in the center containing the letters 'ag60', and a white Georgian wordmark beneath the logo.
1 წუთიანი წაკითხვა
„საქართველომ ლოკოკინების ექსპორტით 2.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო - რაოდენობრივად ექსპორტი 74%-ით გაიზარდა“

ლოკოკინების ექსპორტი რაოდენობრივად 74%-ით, ხოლო ღირებულებით 76%-ით გაიზარდა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

კერძოდმ უწყების მონაცემებით, წელს იანვარ-აგვისტოში ექსპორტირებულია 2.7 მლნ აშშ დოლარის ლოკოკინა.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტი საფრანგეთსა და თურქეთში განხორციელდა.

„2026 წლის იანვარი – აგვისტოს პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 788.6 ტონა ლოკოკინები, 2.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ლოკოკინების რაოდენობა 74%-ით (335 ტონა), ხოლო ღირებულება 76%-ით (1.2 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

ლოკოკინების საექსპორტო ბაზრებია საფრანგეთი (70%) და თურქეთი (30%)”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის