როდის და რა სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებენ თბილისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელები საახალწლოდ?

მარიამ ბერიძე
1 წუთიანი წაკითხვა

თბილისის მერია ყოველწლიურად საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს საახალწლოდ სასაჩუქრე ყუთებს გადასცემს. პატარებისათვის განკუთვნილ სასაჩუქრე ყუთებში სხვადასხვა ტკბილეული და ნუგბარი იქნება.

წელსაც პატარებისთვის შესასყიდი საჩუქრებისთვის თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა, რომელიც უკვე დასრულებულია და ხელშეკრულების გაფორმება მიმდინარეობს.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სასაჩუქრე შეფუთვაში იქნება:

ბისკვიტის ნამცხვარი – 1 ცალი, წონა არანაკლებ 30 გრამირძიანი შოკოლადის ფილა – 1 ცალი, წონა არანაკლებ 40 გრამივაფლის მილაკები – 25 ცალი, წონა არანაკლებ 130 გრამიორცხობილა რძით – შეფუთვაში 4 ცალი, მასა არანაკლებ 35 გრამიკარამელის კანფეტი ჯოხზე – წონა, არანაკლებ 35 გრამიდრაჟე ფერადი გლაზურით – შეფუთვაში 18 ცალი ფერადი დრაჟე. შეფუთვის წონა არანაკლებ 20 გრამი.რძიანი შოკოლადი ხრაშუნა ვაფლით – წონა არა ნაკლებ 35 გრამი.შოკოლადის ფილების ნაკრები – შეფუთვაში 4 ცალი, საერთო წონა არანაკლებ 50 გრამი.შოკოლადის ბატონი სუფლეთი – წონა არანაკლებ 40 გრამივაფლი რბილი კარამელით და რძიანი შოკოლადით – წონა არანაკლებ 35 გრამი.

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — საზოგადოება და სოფლის ცხოვრება. ასახავს სოფელში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას, პრობლემებსა და წარმატებებს.
კომენტარები ჯერ არ არის