სამშაბათი, აპრილი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიროგორ მოვუაროთ მარაოსებრ პალმას

როგორ მოვუაროთ მარაოსებრ პალმას

როგორ მოვუაროთ მარაოსებრ პალმას

მარაოსებრი პალმის მოვლისა­ს გა­სათ­ვა­ლის­­წინებელია სათავსის ტემ­პერატურა, რომე­ლიც 16-18º უნდა შე­ადგენდეს. აუცილებელია ფოთლების რეგულარული ჩამორე­ცხვა, გაზაფხ­ულ-ზაფხულის პერიოდში უხვი რ­წყვა, ზომიერი, მაგრამ რეგულარული მორწყვა ზამთრობით. დაუშვებელია ნიადაგის ბოლომდე გამოშრობა!
ამ სახეობის პალმისათვის დამა­ხა­სი­ათე­ბე­ლია ფოთლების წვერის ხმობა, ამიტომ საჭიროა მხოლოდ ხმელი ნაწილების (და არა მთელი ფოთლის) ჩამოჭრა. უნდა მო­იჭრას ძირში მხო­ლოდ ის ფოთოლი, რომელიც მთლიანად გახმება. ზამთრობით მცენარე დად­გით სინათლეზე – ფანჯარასთან ახლოს, ხოლო ზა­ფხულობით მოარიდეთ მზის ს­ხივებს.
მცენარე დარგეთ აპრილ-მაისში. ნიადაგი ასე შეამზადეთ: ახალგაზრდა მცენარისთვის – კომპოსტი – 1 წილი, მსუბუქი კორდის მიწა – 1 წილი, ნეშომპალა – 1 წილი, ქვიშა – 1 წილი; მოზრდილი მცენარისთვის – მძიმე კორდის მიწა – 1 წილი, ნეშომპალა – 1 წილი, მსუბუქი კორდის მიწა – 1 წილი, ქვიშა – 1 წილი, კომპოსტი – 1 წილი. ახალგაზრდა მცენარეებს ყოველწლიური გადარგვა სჭირდება, საშუალო ასაკისას – 2-3 წელიწადში ერთხელ და მოზრდილებს – 5 წელიწადში ერთხელ. რწყავენ უხვად, თბილი (30º-იანი) წყლით. მორწყვიდან 2 საათის შემდეგ ფსკერში გაჟონილი წყალი აუცილებლად გა­დაღვარეთ. ზამთრობით, როგორც კი კასრში ნიადაგის ზედაპირი გახმება, აუცილებლად მორწყეთ. დეკადაში ერთხელ მორწყეთ წყალში გახსნილი ძროხის ნაკელით. კარგი მოვლის პირობებში მცენარე ყოველწლიურად ივითარებს 3 ახალ ფოთოლს.

გახსოვდეთ

მცენარეების ზრდის შეჩერებისა და საერთო მდგომარეობის გაუარესების მიზეზი უამრავია: ეს შეიძლება იყოს ნიადაგური პირობები, ჰაერისა და ნიადაგის ტენიანობა და ნიადაგში მინერალების შემცველობა.

ტიტას სამი ბოლქვით ნაყიდი სასახლე

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები