მთავარი საზოგადოება წალკაში კარანტინი გამოცხადდა

წალკაში კარანტინი გამოცხადდა

0
წალკაში კარანტინი გამოცხადდა
სოფლის ცხოვრებაში ცხოველების ნაკბენი ხშირია, მაგრამ ცოფის რისკის გამო საჭიროა სწორი პირველადი დამუშავება. სარეცხი საპნით ჩამობანვა მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია ინფექციის თავიდან აცილებისთვის.

 წალკაში კარანტინი გამოცხადდა

მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი: ქ. წალკა, თამარ მეფის ქუჩა #132-ის მიმდებარე ტერიტორია) გარეული ცხოველის (მელა) პათოლოგიურ მასალაში ცოფის შემთხვევა დაადასტურა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორის მოკვლევით დადგინდა, რომ ცოფით დაავადებული მელა ოთხმა უპატრონო ძაღლმა დაგლიჯა.

 დაავადების გავრცელების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულებით, დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხისშემცველ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი და დაიწყო საკარანტინო ღონისძიებები – ინფექციის კერის დეზინფექცია, დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, ცხოველთა გადაადგილებაზე ზედამხედველობა, ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო ცხოველების იზოლირება და თავშესაფარში გადაყვანა.

 მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლაბორატორიულად დადასტურებულია ცოფის 3 შემთხვევა.

 სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას და 300 ათასამდე შინაურ ბინადარ ცხოველს (ძაღლი, კატა) ცრის.
ცოფის პრევენციისა და საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ყოველწლიურად აცრან საკუთარი შინაური ბინადარი ცხოველები (ძაღლი, კატა) ცოფის საწინააღმდეგოდ; ცოფის კონტროლის საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები ერთხმად ადასტურებს, რომ უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და მათი ვაქცინაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადების გავრცელების შემცირებასა და სრულად აღმოფხვრაში.

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniSofeli.ge. წალკაში კარანტინი გამოცხადდა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%ae/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here