რითია სასარგებლო მანდარინი და როდის წამლავს ის ბავშვს

Orange background with a white rounded-square logo in the center containing the letters 'ag60', and a white Georgian wordmark beneath the logo.
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

რითია სასარგებლო მანდარინი და როდის წამლავს ის ბავშვს

მანდარინი და ზოგადად ციტრუსი ზამთრის სეზონზე ბავშვებისთვის ვიტამინების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ციტრუსები სხვა სეზონურ ხილთან შედარებით, უფრო დიდხანს, გაზაფხულამდე ინარჩუნებენ სასარგებლო თვისებებს. მანდარინი კი გამორჩეულად უყვართ ბავშვებს. ბევრი მშობელი მასთან სიფრთხილეს იჩენს და არ უნდა, რომ ბავშვმა ბევრი მიირთვას. პატარებს კი მისი ჭამა არ ბეზრდებათ.

რამდენად საჭიროა მანდარინთან სიფრთხილე და საერთოდ, რამდენად სასარგებლოა მანდარინი ბავშვისთვის?

ალბათ ხშირად გაგიგონიათ, რომ მანდარინმა ბავშვი მოწამლა. საქმე ისაა, რომ მანდარინს ბავშვები როგორც წესი, არ რეცხავენ – მხოლოდ ფცქვნიან. დაბინძურებულ კანზე მოხვედრილი ხელი რბილობსაც ეხება. ამით ბავშვის ორგანიზმში მიკრობები იჭრება და სხვადასხვა სახის გართულებას იწვევს. ამიტომ გაფცქვნამდე მანდარინი კარგად უნდა გაირეცხოს.

ამდენი გამაფრთხილებელი მოწოდების მიუხედავად, მანდარინი მაინც ძალიან სასურველ და სასარგებლო ხილთა შორის მოიაზრება.

გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის