ოთარ შამუგია: „ნარჩენების მართვის მიმართულებით ჩამოყალიბებულია ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი მარეგულირებელი კანონმდებლობა“

ოთარ შამუგია: „ნარჩენების მართვის მიმართულებით | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
ოთარ შამუგიას განცხადებით, საქართველოში ჩამოყალიბდა ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების მართვის სისტემა. 2023 წელს შეგროვდა 11,200 ტონაზე მეტი სპეციფიკური ნარჩენი.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში სამინისტროს მიერ 2023 წლის შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა, ქვეყანაში მოქმედებს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) სისტემა ოთხი სპეციფიკური ნარჩენის: 1. საბურავების, 2. ზეთების, 3. ბატარეებისა და აკუმულატორების, 4. ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მართვასთან დაკავშირებით. ავტორიზებულია ოთხი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია, რომლებიც ახორციელებენ ამ ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას და დამუშავებას. ფუნქციონირებს მგვ-ის ელექტრონული რეესტრი.

 

„დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 12 800 მწარმოებელი;  მგვ-ის ორგანიზაციების მიერ 2023 წლის განმავლობაში შეგროვდა და დამუშავდა 11,200 ტონაზე მეტი სპეციფიკური ნარჩენი. მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ქვეყნის მასშტაბით სპეციფიკური ნარჩენების შეგროვების სეპარირებული სისტემის დანერგვა და გაფართოვდეს სპეციფიკური ნარჩენების ჩამონათვალი, რომელიც დაექვემდებარება სეპარირებულ შეგროვებას“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარეობს დარიშხანის შემცველი ნარჩენებით ისტორიულად დაბინძურებული ტერიტორიების სისტემური მართვის ღონისძიებები. ლენტეხის მუნიციპალიტეტში დარიშხანის შემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილების სრულად მოწესრიგების მიზნით, მომზადდა საცავის მშენებლობის პროექტი. 2024 წელს დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც მომავალ წელს დასრულდება.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). ოთარ შამუგია: „ნარჩენების მართვის მიმართულებით ჩამოყალიბებულია ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი მარეგულირებელი კანონმდებლობა“. 12 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/ოთარ-შამუგია-ნარჩენები/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. ოთარ შამუგია: „ნარჩენების მართვის მიმართულებით ჩამოყალიბებულია ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი მარეგულირებელი კანონმდებლობა“ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 21]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%9d%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%92%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
1 კომენტარი
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network