რა პროდუქტები უნდა გავატანოთ ბავშვს სკოლაში წასახემსებლად

Orange background with a white rounded-square logo in the center containing the letters 'ag60', and a white Georgian wordmark beneath the logo.
1 წუთიანი წაკითხვა
ქართველი ექიმები გვაფრთხილებენ უზმოზე მისაღები საკვების შესახებ. გაიგეთ, რატომ უნდა თავიდან აიცილოთ ფორთოხლის წვენი და ცოცხალი ბოსტნეული საუზმეზე.

 პედიატრი ეკა უბერი გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო”საუბრობს, რა პროდუქტები უნდა გავატანოთ ბავშვს სკოლაში წასახემსებლად, რომ მთელი დღის განმავლობაში ენერგია შეინარჩუნოს და საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩაერთოს:

„შევთანხმდეთ, რომ პურ-ფუნთუშეული არასდროს გავატანოთ. ჰამბურგერი, ჩიზბურგერი, ის საკვები, რაც დიდი რაოდენობით ნახშირწყლებსა და დიდი რაოდენობით არაჯანსაღ პროდუქტებს შეიცავს, არ გავატანოთ. ეს კალორიებით დატვირთული კვებაა და ჯანსაღი არ არის. პირიქით, შეიძლება, შუალედებში, გაკვეთილებს შორის მიღებულმა ასეთმა საკვებმა, ბავშვი მოადუნოს, იმიტომ, რომ დიდი რაოდენობით სისხლი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნაწილდება და ჩვენ, ყველა, ასეთ დროს ვითენთებით და უფრო წამოწოლა გვინდა, ვიდრე აქტიური სწავლა და მეცადინეობა.

სასურველია, ბავშვებს სტაფილო, კიტრი, ტკბილი ბულგარული წიწაკა, უკიდურეს შემთხვევაში, ხილი, ვაშლი, ბანანი, ასევე, თხილეული, ნიგოზი, ნუში გავატანოთ. ძალიან ჯანსაღი პროდუქტია და ამავდროულად, საკმარისი რაოდენობის კალორიები აქვს, რომ ბავშვმა მეცადინეობა აქტიურად განაგრძობს.“

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის