რამდენი ხანი ძლებს საყინულეში საკვები ისე, რომ ვარგისიანობა შეინარჩუნოს

ირინა დათაშვილი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ექიმი და ბლოგერი, ზაზა თელია საინტერესო ცხრილს აქვეყნებს. რომელი პროდუქტი რამდენი ხნით იყინება. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“შეიძლება თუ არა საკვების გაყინვა? საყინულეში მჭიდროდ შეფუთულ მდგომარეობაში ან დალუქულ კონტეინერში ბევრი საკვები პროდუქტი ვარგისიანობასა და კარგ თვისებებს ინარჩუნებს თვეების განმავლობაში.

ეს დრო საკვები პროდუქტების მიხედვით განსხვავდება:

1. კარაქი – 6-დან 9 თვემდე;

2. ბანანი – 2-3 თვე;

3. კვერცხის ცილა ან გული – 1 წელი;

4. ყველი – გაუხსნელი, ქარხნულად შეფუთული ყველი – 6 თვე

დაჭრილი ყველი – 3-4 თვე;

5. შეუჭმელი, დარჩენილი პიცა – 1-2 თვე;

6. ავოკადო – 8-12 თვე;

7. მცენარეული საკვები – 6 თვე;

8. პური – გამომცხვარი – 1 თვე;

არაგამომცხვარი კონსერვანტების გარეშე – 3-5 თვე;

9. რძე – 3 თვე;

10. კანფეტი – 3-6 თვე;

11. ნაჭუჭიანი თხილეული – 6 თვე ან მეტი;

12. შემწვარი მორჩენილი საკვები – ხორცეული – 2-3 თვე.

ქათამი, ინდაური ან თევზეული – 4-6 თვე;

13. წვნიანი ან სოუსის ტიპის მოთუშული კერძი ბოსტნეულით და ხორცით – 2-3 თვე”

#drpkhakadze

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — სოფლის მეურნეობა და ფერმერობა. სპეციალიზდება აგრარულ სიახლეებზე, მოსავლის, ბოსტნეულისა და მეცხოველეობის თემებზე.
1 კომენტარი