ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მონაცემებით, 2025 წელს მსოფლიოში 208 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინო დაილია. ეს 2,7%-ით ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელზე და 14%-ით ნაკლები 2018 წელთან შედარებით.
OIV-ში ამ ტენდენციის მთავარ მიზეზებად ცხოვრების წესის ცვლილება და ეკონომიკური გაურკვევლობა დაასახელეს.
ორგანიზაციის მონაცემებით, გერმანიასა და აშშ-ში (რომელიც ღვინის გასაღების უმსხვილესი ბაზარია) მოხმარება წლის განმავლობაში 4,3%-ით შემცირდა. საფრანგეთში კლება 3,2%-ია, იტალიაში მოხმარება 9,4%-ით დაეცა. ყველაზე დიდი ვარდნა – 13% ჩინეთში დაფიქსირდა.
OIV-ის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ღვინის სმა უფრო მეტად დაიწყეს პორტუგალიაში, ბრაზილიასა და იაპონიაში.
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი სოფელი. (2026). ღვინის გლობალური მოხმარება 1957 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. 14 მაისი, 2026. https://shenisofeli.ge/ghvinis-globaluri-mokhmareba-1957-tslis-shemdeg-qvelaze/
სტატიის ციტირება
შენი სოფელი. ღვინის გლობალური მოხმარება 1957 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/ghvinis-globaluri-mokhmareba-1957-tslis-shemdeg-qvelaze/
shenisofeli.ge
