„მომხმარებელმა უნდა იცოდეს – ასეთ პროდუქტს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება“

მარიამ ბერიძე
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

მექანიკურად განცალკევებული ხორცი აწერია სოსისებს – ეს არის ქათმის ნარჩენები – ძვლები, კანი და ა.შ.

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული განმარტავს, რატომ აწერია ზოგიერთ ნახევარ ფაბრიკატს შეფუთვაზე, რომ მექანიკურად განცალკევებული ხორცისგან შედგება და რას ნიშნავს ეს.

„მექანიკურად განცალკევებული ხორცი ბევრ პროდუქტში გვხვდება. გვგონია, რომ ხორცი გამოაცალკევეს, მაგრამ ეს არის ქათამი, რომელსაც ღირებული ნაწილები: ფრთა, ბარკალი, ფილე მოსცილდა და დარჩა ძვლები, კანი, ნარჩენები. ეს გადამუშავდება. მიიღება პასტისებური მასა და ესაა მექანიკურად განცალკევებული ხორცი, რომელსაც ბევრ პროდუქტში ვხვდებით. აკრძალული არ არის არც საქართველოში, არც მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში.

უბრალოდ, მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ რასაც შეიძენს და მიირთმევს, ის რა ინგრედიენტებით არის შექმნილი. ასეთ პროდუქტს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, ნატრიუმის ნიტრიტი სწორედ ამაში ეხმარება პროდუქტს, რომ რაიმე ბაქტერია არ გამრავლდეს და ფერი შეინარჩუნოს.

ეს ნაგეცის უმეტესობის შემადგენლობაშიც არის და ზოგიერთი ნახევარფაბრიკატების შემადგენლობაშიც“, – ამბობს არაბული.

ვრცლად ↓

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — საზოგადოება და სოფლის ცხოვრება. ასახავს სოფელში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას, პრობლემებსა და წარმატებებს.
კომენტარები ჯერ არ არის