ოთხშაბათი, აპრილი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიკაქტუსი - ყველასათვის ცნობილია საოცარი შეფერილობისა და ულამაზესი ყვავილების მქონე კაქ­ტუსები

კაქტუსი – ყველასათვის ცნობილია საოცარი შეფერილობისა და ულამაზესი ყვავილების მქონე კაქ­ტუსები

კაქტუსი

ყველასათვის ცნობილია საოცარი შეფერილობისა და ულამაზესი ყვავილების მქონე კაქ­ტუსები. ზღარბებს, გიგანტურ შანდლებს, ბურთებს, გველებს და, ვინ იცის, კიდევ რას აღარ მოგვაგონებს ეს ეკლიანი მცენარე.
ამ საინტერესო მცენარის 3000-მდე სახე­ობას ითვლიან. საოცარი სანახავია კაქტუსი ყვავილობისას. მსხვილი ეკლებით დაფარულ ღეროზე იშვიათი სილამაზის, თეთრად მოქათ­ქათე ან სხვადასხვა ფერის ხასხასა ყვავილები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. კაქტუსის სხვადასხვა ჯიშის ღეროები ძალზე განსხვავდება ერთმანეთისგან. კაქტუსებს შორის ყველაზე დიდი ზომისაა ცერეუსის გვარის წარმომადგენლები, ზოგჯერ მათი ღეროს სიმაღლე 20 მ აღწევს. კაქტუსების გვარის ექინოპსისის წარმომადგენლები გიგანტურ ზღარბებს მოგვაგონებს. მათი დიამეტრი 2 მ-ს, ხოლო სიმაღლე 5 მ-ს აღწევს. ასეთი ეკლიანი ბურთის წონა რამდენიმე ტონაა. სელენიცერეუსის გვარისათვის დამახასიათებელია მიწაზე გველივით გართხმული ფორმა. ასტროფიტუმები ვარსკვლავებს ჰგავს. ორიგინალური ფორმა აქვს ოპუნციებს, მათი ღერო შედგება ცალკეული წვნიანი „კვერცხე­ბისაგან“, რომლებიც ერთმანეთზე სხვადასხვა კუთხით არის მიმაგრებული.
კაქტუსები დედამიწის ზურგზე ყველაზე გვა­ლ­ვაგამ­ძლე მცენარეებია – უძლებენ 60º სი­ც­ხეს. ამის შესაძლებლობას ქმნის რეზერვუ­არად ქცეული მათი ტოტები და ტანი, რომლებშიც უამრავი წყალი გროვდება. იმისათვის, რომ წყლის აორთქლება შეფერხდეს, კაქტუსის ტანი და­ფა­რულია ცვილის ფენით, ხოლო მისი ეკლები სა­ხეშეცვლილ ფოთლებს წარმოადგენს, რაც თავისთავად გამორიცხავს წყლის აორთქლებას.
კაქტუსის ყვავილები სხვადასხვა ფერისაა: თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი, წითელი. ზოგიერთი სახეობა ყვავილობის დროს იცვლის გვირგვინის ფერს, ასეთია – მამილარია.
კაქტუსების სამშობლო ცენტრალური, სამხრეთი და ჩრდილო ამერიკაა.
ევროპაში მათი მოხვედრა, ისევე, როგორც მრავალი სხვა მცენარისა, ქრისტეფორე კო­ლუმ­ბის დამსახურებაა. მექსიკაში, პერუში, არგენ­ტინაში კაქტუსების უამრავი ნაირსახეობა გავ­რცე­ლებ­ულია კლდოვან უდაბნოებში, სავანებ­შ­ი, მარადმწვანე ტროპიკულ ტყეებში, სადაც ნალექების წლიური რაოდენობა 2000-3000მმ-ია, ხოლო ტემპერატურა 18ºC ქვემოთ არ ჩამოდის. აქაური კაქტუსები „ცხოვრობენ“ ხეების ტანსა და ტოტებზე.
სამხრეთ ამერიკაში განსაკუთრებით პოპუ­ლარულია ოპუნციის გვარის კაქტუსები. მისი მომჟავო-მოტკბო ნაყოფი, რომელიც ფორმით ლიმონს ან მსხალს წააგავს, გამოიყენება საკვებად როგორც ნატურალური, ასევე ჩირის ან მურაბის სახით.
მექსიკელები დღესაც იყენებენ ოპუნციის ეკ­ლებგაცლილ ღეროებს ნაციონალური კერძების დასამზადებლად.
საკვებად ხმარობენ აგრეთვე კაქტუსის საკ­მაოდ ბევრი სახეობის ნაყოფს; წვნიანი ღერო­ებისგან კი ამზადებენ მარმელადსა და კან­ფე­ტებს. გარდა ამისა, კაქტუსების მ­სხვილ ღერო­ებ­სა და ტანს იყენებენ ავეჯის დასამზადებ­ლა­დაც(!), კარ-ფანჯრებისა და სახურავების მასა­ლად; ოპუნციის ერთ-ერთი სახეობის ღეროს თერმული დამუშავების შედეგად მიიღება ალისფერი საღებავი, რომელიც გამოიყენება როგორც ქსოვილების შესაღებად, ისე კულინარიაშიც.
უძველესი დროიდან კაქტუსების ზოგიერთი სახეობა გამოიყენება სამკურნა­ლოდაც.
კაქტუსების დიდი უმრავლესობა ყვავის აპ­რილიდან ივნისის ჩათვლით. ყვავილები ძა­ლი­ან განსხვავდება ერთმანეთისგან ზომით, ფერითა და აგებულებით.
კაქტუსებს ამრავლებენ თესლით და ვეგეტატიური ნაწილების დაფესვიანებით.

ვარდი  – დედამიწის ზურგზე უთვალავი მშვენიერი ყვავილია, მაგრამ, როცა ვინმეს ან რაიმეს ულამაზესად წარმოჩენა სურთ, უმალ ვარდს ადარებენ.

author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები