კვირა, თებერვალი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიერთი რჩევა ყველასათვის: ნუ გადააგდებთ ხმელ პურს, ის ხომ უძვირფასესი პროდუქტია

ერთი რჩევა ყველასათვის: ნუ გადააგდებთ ხმელ პურს, ის ხომ უძვირფასესი პროდუქტია

ხორბალი – პური დედამიწის მცხოვრებთა დაახლოებით მესამედის ძირითადი საკვებია. ხორბალი შეიცავს ცილებს, სახამებელს, ცხიმებს, მინერალურ ნივთიერებებს, B და PP ჯგუფის ვიტამინებს. ერთი რჩევა ყველასათვის: ნუ გადააგდებთ ხმელ პურს, ის ხომ უძვირფასესი პროდუქტია. გააჩერეთ ცოტა ხანს ორთქლზე და ისევ ისეთი გახდება, როგორიც წინადღით იყო. თანაც კუჭ-ნაწლავისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს წინადღით გამომცხვარი პურია რე­კომენდებული. ძველი პურით მშვენიერი `ყი­ყ­ლიყო~ კეთდება, ხოლო ქართლსა და კახეთში დღესაც მიღებულია გემრიელი `პურის ხარშო~ – წვრილად დაჭრილი და მოხარშული ხმელი პურის შეჭამანდი, ერბოთი, ხახვითა და კვერ­ცხით შეზავებული.

ხორბლის გავრცელების არეალი ყველა კონტინენტს მოიცავს. საქართველოში აღწერი­ლია ხორბლის 150-ზე მეტი სახეობა და ჯიში, რომელთაგან ძირითადად ითვლება: დოლის პუ­რი, დედა, აისი, დიკა, უფხო-1. პური დედამიწის მცხოვრებთა დაახლოებით მესამედის ძირითადი საკვებია. საქართველოში გავრცელებული ხორბლის ჯიშები

დღესდღეობით საქართველოში ხორბალი ითესება დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ყვარლის, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, გორის, ქარელის, ხაშურის, საჩხერის, ახალციხის, კასპის, ახალქალაქის, თეთრიწყაროსა და მარნე­ულის რაიონებში.
ერთი რჩევა ყველასათვის: ნუ გადააგდებთ ხმელ პურს, ის ხომ უძვირფასესი პროდუქტია. გააჩერეთ ცოტა ხანს ორთქლზე და ისევ ისეთი გახდება, როგორიც წინადღით იყო. თანაც კუჭ-ნაწლავისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს წინადღით გამომცხვარი პურია რე­კომენდებული. ძველი პურით მშვენიერი `ყი­ყ­ლიყო~ კეთდება, ხოლო ქართლსა და კახეთში დღესაც მიღებულია გემრიელი `პურის ხარშო~ – წვრილად დაჭრილი და მოხარშული ხმელი პურის შეჭამანდი, ერბოთი, ხახვითა და კვერ­ცხით შეზავებული.
პური ერთადერთი პროდუქტია, რომელსაც და­ახლოებით 15000 წელია მიირთმევს ადამი­ანი და დღემდე არ მოჰბეზრებია. პური საჭმე­ლების მეფე იყო და დარჩება მრავალჟამიერ, ვინაიდან მასზეა დამოკიდებული მსოფლიოს ხალხთა დაცვა-გადარჩენა შიმშილისგან. უთვალავი ლეგენდა, დოკუმენტური მოთხრობა წა­გვიკითხავს თუ თავს გადახდენილი ამბავი მოგ­ვისმენია პურზე. უძველესი დროიდან ადამიანები პურს ადარებდნენ სიცოცხლეს, მზეს, ოქროს, უმღეროდნენ სიმღერებს, პურით ხვდებოდნენ და ხვდებიან დღესაც უამრავ ქვეყანაში ყველაზე ძვირფას სტუმრებს. ყველა დროში პურის უპატივცემულობა ითვლებოდა საშინელ დანაშაულად. ბავშვებს ასწავლიდნენ პურის ფასს და უნერგავდნენ, რომ ის უდიდესი სიმდიდრეა დედამიწაზე. ასე იყო და ასეა დღესაც. დიახ, 15000 წლის წინ დაიწყო ადამიანმა პურე­ულის თავთავის შეგროვება და მისი კულტურაში შეტანა. ეს თავთავები წარმოადგენდა თანამედროვე ხორბლის, ქერის, ჭვავისა და შვრიის წინაპრებს. ითვლება, რომ პირველი მარცვლეული, რომელსაც ადამიანმა გემო გაუსინჯა, ფეტვი იყო. ფეტვმაც თავისი ადგილი დაიკავა მარცვლოვანთა შორის, მაგრამ პური მართლაც პროდუქტების ღმერთად და კაცობრი­ობის გა­დამრჩენად არის აღიარებული.
ქვის ხანის ადამიანები პურის მარცვლებს პირდაპირ ღეჭავდნენ, ხოლო მოგვიანებით და­იწყეს ქვებს შორის მათი გასრესა და წყალში გარევა. ასე წარმოიშვა პირველი ხელსაფქვავი, შემდგომ წისქვილის ქვა, წისქვილი და, რა თქმა უნდა, პირველი ფქვილი. როგორც კი პირველ­ყოფილმა ადამიანმა საკვების მოსამზადებლად ცეცხლის გამოყე­ნება ისწავლა, დაიწყო პურის მარცვლების მოხალვა. მოხალული და დაფქული მარცვლის წყალნარევი შეჭამანდი უფრო ეგემრიელა. ამგვარ ფაფას მანამდე მიირთმევდნენ, ვიდრე არ მიხვდნენ – შესქელებული ფაფა ცხელ ქვაზე გამოეცხოთ. ასე ჩაეყარა საფუძველი კაცობრიობის ძირითად საკვებს – პურს. ამის შემდეგ ათასწლეულები გავიდა, ვი­დრე ადამიანი ცომის გაღვივებას ისწავლიდა­ ­და თანამედროვე სახის პურს გამოაცხობ­დ­ნენ. ამგვარ პურზე თქვა აკადემიკოსმა კ.ი.ტი­მ­ირიაზევმა, ეს არისო ადამიანის გონების უდიდესი მიღწევა.
გაღვივებული ცომისგან პური 5-6 ათასი წლის წინ პირველად ძველმა ეგვიპტელებმა გა­მო­აცხვეს, რისთვისაც უმცირესი მიკროორგანიზმები – პურის საფუარი და რძე­მჟავა ბაქტე­რიები გამოიყენეს. სწორედ გაფუების პროცესში მიმდინარეობს ცომში ურთულესი პროცესები, რაც შემდგომ გამოცხობისას შესანიშნავ გემოსა და არომატს სძენს პურს.
ეგვიპტის ფარაონის განსასვენებლის კე­დე­ლ­ზე გამოსახულია პურის ცხობის დეტალური სუ­რათი, რომელიც 5 ათასი წლის წინ უცნობმა მხატვარმა შეასრულა. ეგვიპტის ქალაქ გიზში დღემდეა შემონახული ცომის მზელავის მცირე ზომის ქანდაკება.
პურის ცხობის ხელოვნება ძველი ეგვიპ­ტე­ლებისაგან ისწავლეს ბერძნებმა და რომაელებმა. ძველ საბერძნეთში გაფუებული ცომისგან გამომცხვარი პური მოიხსენიება ჩვენს წელთ­აღ­რიცხვამდე მე-5 საუკუნეში.
ჰომეროსის მიერ აღწერილ არისტოკრატთა ტრაპეზებში პური წარმოადგენდა ერთ-ერთ დამოუკიდებელ საკვებ პროდუქტს, რომელიც სუფრაზე მიჰქონდათ მწვადთან ერთად, ოღონდ მიირთმევდნენ ცალ-ცალკე.
ახალი ერის დასაწყისში ძველ ინდოეთში არ­სებობდა კანონი, რომლის მიხედვით, დამნა­შა­ვეებს სჯიდნენ იმით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში პურს არ აჭმევდნენ. ინდოელებმა იცოდნენ, რომ პატიმრის უპუროდ დატოვება ნიშნავდა მისი ჯანმრთელობის გაუარესებას. ინდოეთში დღემდე მოიხსენიებენ პურს ლოცვაში: – ყველა საკვები – საკვებია, მაგრამ პური არისო მათი უდიდესი დედა.
ძველი ეგვიპტელები და ბერძნები პირველები მიხვდნენ წინადღის, ანუ ქართო პურის სამ­კურნალო დანიშნულებას. ეს ყველამ უნდა იცო­დეს, რომ ცხელი პური კი არა, ხმელი პურია სასარგებლო ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით მათ­­თვის, ვისაც კუჭ-ნაწლავი აქვს დაავა­დე­ბული.
ალბათ ბევრმა არც იცის, რომ პური მხო­ლოდ შიმშილის მოსაკლავი კი არა, ორგანიზ­მისათვის აუცილებელი პროდუქტია. ამაში ად­ვილად დარწმუნდებით, როცა მის შემცველობას გაეცნობით. გარდა იმისა, რომ პური ყუ­ათიანი, კარგი საგემოვნო თვისებების მქონე და ორგანიზმისათვის ადვილად შესათვისებელი პროდუქტია, იგი შეიცავს ჯანმრთელობისათვის ისეთ აუცილებელ ნივთიერებებს, როგორიცაა: ცილები, ნახშირწყლები, მინერალური ნივთიერებები, ვიტამინები (უმთავრესად B ჯგუფის); უჯრედისი მდიდარია ფოსფორით, კალიუმით, მაგნიუმით, გო­გირდით, მცირე რაოდენობით შეიცავს კალ­ციუმსა და ნატრიუმს. უმაღლესი ხარისხის პურიდან ადამიანის ორგანიზმი ითვისებს ცილების 85%-ს და ნახშირწყლების – 96%-ს.
დაბალი ხარისხის ფქვილითა და ტექ­ნო­ლო­გიური პროცესების დარღვევით გამომ­ცხვარი პური ჯანმრთელობისათვის მავნებელია.
ჩვენში გავრცელებული ხორბლის ჯიშებია:
1. დოლის პური 35-4 – საშემოდგომო, ად­რე­ული, არაცვენადი ადგილობრივი ჯიშია, 1 ჰა-ზე 21-36 ც მოსავალს იძლევა.
2. ახალციხური წითელი დოლი – საშემოდგომო, გვალვაგამძლე ადგილობრივი ჯიშია, 1ჰა-ზე 27-40 ც მოსავალს იძლევა.
3. დოლის პური 18-46 – მაღალმოსავ­ლი­ანი ადგილობრივი ჯიშია, 1 ჰა-ზე 25-37,5 ც მო­სა­ვალს იძლევა.
4. ადგილობრივი დოლი (თეთრი და წითელი) – სტაბილურ და დიდ მოსავალს იძ­ლევა, სხვა ჯიშებთან შედარებით, 2-3 ც-ით მეტს.
5. კრასნოდარულა – მაღალმოსავლიანი, არა­ცვენადი ჯიშია, 1 ჰა-ზე 24,8-37 ც-მდე მოსა­ვალს იძლევა.
6. ფერუგინეუმ 9704/2 – ყინვა- და გვალვა­გამძლე ჯიშია, 1 ჰა-ზე 27-39 ც-მდე მოსავალს იძ­ლევა.
7. ცეზიუმ 3/10 – მაღალმოსავლიანი ადგილობრივი ჯიშია, 1 ჰა-ზე 26 ც-მდე მოსავალს იძლევა.
8. იფქლი – საადრეო, მაღალმოსავლიანი, დაავადებების მიმართ და ზამთარგამძლე ადგი­ლობრივი ჯიშია.
9. ახალუკრაინულა 83 – ზამთარგამძლე, მაღალმოსავლიანი კრასნოდარული ჯიშია.
10. კახი 8 – ყინვა- და გვალვაგამძლე საშემოდგომო, მაღალმოსავლიანი ადგილობრივი ჯიშია.
11. გომბორულა – მაღალმოსავლიანი ადგილობრივი ჯიშია, ადვილად ავადდება გუდაფშუტათი.
12. ხოზო (ხოტორა) – უფხო, ცვენადი, დაავადებების მიმართ გამძლე ადგილობრივი ჯიშია.
13. რაჭულა (გელათურა) – ადგილობრივი ჯიშია, აქვს მტკიცე ღერო, არ ახასიათებს ჩაწოლა, ეგუება ჭარბ ტენს.
14. ხულუგო – ადგილობრივი, საგაზაფხულო, მაღალმოსავლიანი ჯიშია, ითესება შემოდგომით, ჰა-ზე იძლევა 28,5 ც მოსავალს.
15. ლაგოდეხური გრძელთავთავა – ად­გი­ლობრივი ჯიშია, ტენის მოყვარული, მაღალმოსავლიანი, ჰა-ზე იძლევა 28,5 ც მოსავალს.
16. თავთუხი 19/28 – დაავადებების მიმართ გამძლე, მაღალმოსავლიანი ადგილობრივი ჯიშია, ითესება შემოდგომით.
17. შავფხა – მაღალმოსავლიანი, ჩაწოლისადმი მიდრეკილი, ადგილობრივი ჯიშია.
18. დიკა 9-14 – მაღალმოსავლიანი ადგილობრივი ჯიშია, ცალკეულ წლებში იძლევა 1ჰა-ზე 31 ც-მდე მოსავალს.
19. ჯავახური დიკა – ადგილობრივი ჯიშია, არ ახასიათებს ჩაწოლა, ჰა-ზე იძლევა 4ც-მდე მოსავალს.
20. ადგილობრივი დიკა – არაცვენადი, და­ავადებების მიმართ გამძლე ჯიშია, არ ახასია­თებს ჩაწოლა.
21. ადგილობრივი თავთუხი – მაგარი ხორბლის ჯიშია, კარგ მოსავალს იძლევა კა­ხეთსა (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) და ში­და ქართლში (სამაჩაბლო).

უმთავრესი მარცვლოვანი კულტურები დედამიწის ზურგზე

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
სად იპოვნით საუკეთესო კრუასანებს პარიზში

სად იპოვნით საუკეთესო კრუასანებს პარიზში

16 February, 2025
ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტი საქართველოში –  9 კლინიკამ “აკრედიტაცია კანადის” პლატინის სერტიფიკატი მიიღო

ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტი საქართველოში – 9 კლინიკამ “აკრედიტაცია კანადის” პლატინის სერტიფიკატი მიიღო

თებერვალი 15, 2025
“თვალში მყავდა ცოცხალი ორგანიზმი, რომელმაც ადგილი შეიცვალა! ვიცი, რომ მოსასმენად რთული ამბავია…” – რას ჰყვება ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თვალში პარაზიტი აღმოაჩნდა

“თვალში მყავდა ცოცხალი ორგანიზმი, რომელმაც ადგილი შეიცვალა! ვიცი, რომ მოსასმენად რთული ამბავია…” – რას ჰყვება ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თვალში პარაზიტი აღმოაჩნდა

14 თებერვალი 2025
“თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო” – რა სამუშაოები უნდა ჩაატაროთ ბაღში გაზაფხულის დამდეგს

“თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო” – რა სამუშაოები უნდა ჩაატაროთ ბაღში გაზაფხულის დამდეგს

თებერვალი 15, 2025
მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

14 თებერვალი 2025
მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს

თებერვალი 14, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რისგან უნდა შედგებოდეს თქვენი შვილის ლანჩბოქსი? – იდეები

რისგან უნდა შედგებოდეს თქვენი შვილის ლანჩბოქსი? – იდეები

თებერვალი 16, 2025
ჯენიფერ ლოპესი – მრავალმხრივი ტალანტის გზაჯვარედინზე

ჯენიფერ ლოპესი – მრავალმხრივი ტალანტის გზაჯვარედინზე

თებერვალი 16, 2025
ემიგრაცია იტალიაში – რჩევები და ინფორმაცია მათთვის, ვინც გეგმავს ცხოვრებას იტალიაში

ემიგრაცია იტალიაში – რჩევები და ინფორმაცია მათთვის, ვინც გეგმავს ცხოვრებას იტალიაში

15 თებერვალი 2025
როგორია ქირის ფასი თბილისში — ფასები უბნების მიხედვით

როგორია ქირის ფასი თბილისში — ფასები უბნების მიხედვით

თებერვალი 16, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები