როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს

როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს

მცენარის სიცოცხლისათვის ხუთი პირობაა აუცილებელი: სინათლე, ჰაერი, სითბო, სინოტივე და კვება.
მზიან ფანჯარაზე, სითბოსთან ახლოს, მიუჩინეთ ადგილი კაქტუსებს, ალოეს, აგავას და სხვა „მეუდაბნოე“ მცენარეებს.
შედარებით ბნელ, მაგრამ თბილ ადგილას დად­გით ტროპიკული და სუბტროპიკული ნოტიო და ბნელი ტყეების მცენარეები მონსტერა, ბეგონია, ჭორტანა, ცისუსი, სატაცური, გვიმრა.
გრილი ოთახის ფანჯარასთან განალაგეთ სუბტროპიკების მკვიდრნი: გერანი, ფუქსია, ციტრუსები, არალია.
მთავარი ყურადღება სინათლეს მიაქციეთ. მცე­­ნარე გვერდულად რომ არ გაიზარდოს, პე­რი­ოდულად მოაბრუნეთ სინათლისაკენ. მცხუნვარე მზის დროს მცენარეებს მოუჩრდილეთ.
მცენარეებს აუცილებლად ესაჭიროება სუფ­თა ჰაერი, მაგრამ ისიც უნდა გვახ­სოვდეს, სარკმლის გაღებისას რომ არ გაცივდნენ, სარკმლიდან მოშორებით უნდა დავ­დგათ.
ზამთარში აუცილებელია ფანჯრის ღრიჭო­ების დაგმანვა, რათა ხვრელებიდან ცი­ვი ჰაერი არ უბერავდეს.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

drpkhakadze

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

 

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს. 11 ოქტომბერი, 2025. https://shenisofeli.ge/rogor-movuarot-otakhis-mtsenareebs/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/rogor-movuarot-otakhis-mtsenareebs/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network