“საქართველოს უძველესი მარნები”
“საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის” აგრძელებს ონლაინ პროექტს – “საქართველოს უძველესი მარნები”.
ყოველ ხუთშაბათს გიამბობთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი მარნების შესახებ, რომელიც ისტორიულმა წყაროებმა დღემდე შემოინახა. არქეოლოგიური აღმოჩენები და მეცნიერული კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მარნების არა ერთი ანსამბლი გვხვდება, რომლებიც უძველეს ნამოსახლარებთან, მონასტრებთან და საფორტიფიკაციო ნაგებობებთანაა განლაგებული.
ვარცანის (ბარცანის) ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მარანი
(კახეთი, ყვარლის მუნიციპალიტეტი)
IX საუკუნე
ვარცანის მონასტერი იხსენიება 1579 წლის დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც კახეთის მეფე ალექსანდრე II მცხეთის საკათალიკოსო კათედრას უდასტურებს ქონებრივ უფლებებს, ვეძისხევის ვარცანის მონასტერსა და სხვა ეკლესია-მონასტრებზე. 1974-1975 და 1985-1987 წლებში ძეგლს სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა, ნაგებობის ყველა ნაწილი აღდგენილია, გარდა გუმბათისა. ვარცანის ეკლესია გეგმის თავისებურებებით, დამჯდარი პროპორციებითა და მკვეთრად გამოხატული ფორმებით ხასიათდება. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია XVI საუკუნის მოხატულობის მცირე ფრაგმენტები. ვარცანის ეკლესია გარდამავალი ხანის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია.
ტაძარი ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. ტაძრის ჩრდილოეთით საკმაოდ დიდი მარანი ყოფილა, სადაც დღემდე შემორჩენილია ქვევრები.
წყარო: ბარცანას წმ. გიორგი. memkvidreoba.gov.ge
წყარო: საყდრისის კომიტეტი



გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

