პარასკევი, ოქტომბერი 10, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაადამიანებს დღემდე ბევრი კითხვა აქვთ - დაგროვებითი პენსიის ნაადრევად გატანის დეტალები

ადამიანებს დღემდე ბევრი კითხვა აქვთ – დაგროვებითი პენსიის ნაადრევად გატანის დეტალები

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. მიუხედავად იმის, რომ 7 წელი გავიდა, სქემასთან დაკავშირებით ადამიანებს დღემდე ბევრი კითხვა აქვთ.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, პენსიის/საპენსიო აქტივების მიღება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:

მონაწილის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისას;
მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას;
საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემა (გარდაცვალების შემთხვევაში);
საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას.
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი საპენსიო სქემაში ერთვება და ზოგავს თანხას სასურველ ვადამდე. მას შემდეგ, როცა გადაწყვეტს თანხით სარგებლობას, მას შეუძლია ერთიანად, თანხა დაქვითვის გარეშე გაიტანოს. თუმცა ამ შემთხვევაში სქემაში უკან დაბრუნების უფლებას კარგავს, რადგან კანონის თანახმად, მან უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით.

საპენსიო სქემაში მონაწილე პირის გარდაცვალების შემთხვევაში, თანხა მემკვიდრეს გადაეცემა.

თუ საქართველოს მოქალაქე მოქალაქეობაზე იტყვის უარს და სხვა ქვეყანაში მუდმივად წავა საცხოვრებლად, მას შეუძლია, საპენსიო ასაკამდე დაგროვილი თანხა გაიტანოს, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან 20%-ით დაიბეგრება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები