ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი – ყველა კითხვაზე უნდა იყოს პასუხი გაცემული“ – გიორგი...

„ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი – ყველა კითხვაზე უნდა იყოს პასუხი გაცემული“ – გიორგი ფხაკაძე

22/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველოში ვაქცინაციის გეგმა უფრო სადღეგრძელოების კოლექციაა, ვიდრე კონკრეტული ვაქცინაციის გეგმა.


„საქართველოში ვაქცინაციის გეგმა უფრო სადღეგრძელოების კოლექციაა, ვიდრე კონკრეტული ვაქცინაციის გეგმა. ამის შედეგად მოხდა ძალიან სამწუხარო რამ. ქვეყანაში ვაქცინაცია არის ჩავარდნილი, კარგად უნდა გავიაზროთ, რატომ ჩავარდა და რატომ არის დაბალ დონეზე ვაქცინაციის იმუნიზაცია. ევროპაში საფრანგეთი არის მოწინავე, სადაც ხალხი ეწინააღმედეგება ვაქცინაციას. ძალიან დიდი წილი, რატომაც ხდება ეს ყველაფერი, არის ექიმების. ეს ძალიან ღრმა და რთული პროცესია, მაგრამ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში იყო ძალიან სკეპტიკური განწყობა ვაქცინაციის მიმართ გარკვეული მიზეზების გამო. როდესაც ვიცით, რომ მოსახლეობა არ არის მზად, არ არის ინფორმირებული, როდესაც ოქტომბრის თვეში სახელმწიფომ გადაიხადა ფული, ოქტომბრიდან უნდა დაწყებულიყო სწორი საინფორმაციო პოლიტიკა, სწორი და გამჭვირვალე ინფორმაცია უნდა იყოს და რაც მთავარია, ის ადამიანები, ვინც ვაქცინის წინააღმდეგია, კითხვები აქვს და ეშინია, ყველა კითხვაზე უნდა იყოს პასუხი გაცემული, უნდა იყოს დიალოგი. აქ არაფერია დასამალი. რამე თუ არ მუშაობს, ეს უნდა ითქვას.


როცა ვსაუბრობთ ვაქცინაციაზე, უნდა გვახსოვდეს:

პირველი, -ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი;

მეორე, – ვაქცინაციის პროცესი უნდა იყოს ყველაზე უსაფრთხო პროცესი, უმაღლეს დონეზე უნდა იყოს აყვანილი.

მესამე, – ინფორმირებულობა.


ევროპაში, 20-მდე ქვეყანამ როცა შეაჩერა ასტრაზენეკას ვაქცინა, ტყუილად ხომ შეაჩერებდნენ?! წამლების სააგენტომ შეაჩერა ასტრაზენეკას ვაქცინაციის პროცესი, იმიტომ, რომ ეს არის ახალი ვაქცინა. ახალი ვაქცინის პროტოკოლში მითითებულია, – ეჭვიც კი თუ შეგეპარება, რაღაც ცუდი არის, შეაჩერებ, შეისწავლი და შემდეგ გააგრძელებ. ეს არის კონცეფცია და ამ კონცეფციას უნდა მივყვეთ. როცა არის ახალი წამალი, უსაფრთხოება არის პირველი. შეჩერებამ გამოიწვია ის, რომ ნდობა უფრო გაიზარდა.

პირველი საკითხი იყო, – რას ვაკეთებთ?! ევროპაში როცა ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა, ყველა წამლის სააგენტომ, არის „ყვითელი ფორმა“, როდესაც არის რამე გართულება, მაშინვე ინფორმირება ხდება, ვის რა გართულება ჰქონდა, ყველა ინფორმაცია გროვდება.


ევროპის ყველა ქვეყანაში, სადაც კი დაფიქსირდა გართულება ვაქცინის შემდეგ, ჩამოყალიბდა სია.


საფრანგეთის მთავრობამ მიიღო კიდევ უფრო ფრთილი ზომები, გართულებები არის 55 წლამდე ადამიანებში, ძირითადად, მანდილოსნებში. რადგანაც, შესაძლებელია იყოს რისკები, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 55 წლის ქვემოთ ადამიანები არ აიცრებიან ასტრაზენეკას ვაქცინით, გაკეთდება სხვა ვაქცინები, მაგალითად, ფაიზერით.


საქართველოში როცა ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო, ჩემი მოთხოვნა იყო, რომ დაგვეზღვია თავი, უნდა ვყოფილიყავით ძალიან ფრთხილად, უნდა შეჩერებულიყო ვაქცინაცია და დავლოდებოდით პასუხს.


საქართველო არის ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე. უნდა ვიყოთ უფრო ფრთხილები, ხალხი არ ენდობა არავის.


ვაქცინაციის პროცესი ძალიან მარტივია, ამისთვის არის საჭირო სწორი ინფორმაცია, უნდა აუხსნა ადამიანებს, უნდა გააფრთხილო, ვაქცინამდე რა არ შეიძლება. არ უნდა დალიო ალკოჰოლი, იმიტომ რომ იმუნურ სისტემას ალკოჰოლი სწევს უკან.


ორი მთავარი საკითხია, პირველი, – ვაქცინაციის საბუთში ჩაიწეროს ვაქცინაციის სერიის ნომერი და მეორე, რა წამლები შეიძლება და რა წამლები არ შეიძლება.


ვაქცინაციამდე ორი კვირით ადრე არ მიიღოთ სამედიცინო პრეპარატები. აცრამდე ორი დღის განმავლობაში არ მიიღოთ ალკოჰოლი და აცრიდან მინიმუმ ორი კვირა (სასურველია მეორე აცრამდე).


ყველაზე საყურადღებოა იმუნიზაციის გაკეთებიდან პირველი 15 წუთი. 30 წუთი დარჩით დაწესებულებაში. მერე უკვე შეიძლება სიცხე და ცოტა ტკივილი გქონდეთ, ეს ნორმალურია, მაგრამ თუ სიცხე გაგრძელდა, უნდა დაუკავშირდეთ ექიმებს“,- განაცხადა „პალიტრანიუსის“ ეთერში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ.


ახალციხელი მედდა, 27 წლის მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, 19 მარტს გარდაიცვალა.


საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „ასტრაზენეკას“ პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.


საქართველოში 15 მარტიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
ვაქცინაციის პროცესი თბილისის გარდა ქვეყნის 29 რეგიონულ ცენტრში მიმდინარეობს.
პირველ ეტაპზე იმუნიზაცია სამედიცინო პერსონალს უტარდება.


საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneka-ს პრეპარატით სულ 3.818 მედმუშაკი აიცრა.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის პორტალზე Booking.moh.gov.ge-ზე ჯანდაცვის სექტორის 5246 წარმომადგენელი დარეგისტრირდა.


ევროპის სამედიცინო სააგენტოს (EMA) ფარმაკოლოგიური ზედამხედველობისა და რისკის შეფასების (PRAC) ექსპერტებმა დაასრულეს AstraZeneca-ს ვაქცინის შედეგად ადამიანებში განვითარებული თრომბის შემთხვევების კვლევები და 2021 წლის 18 მარტის საგანგებო შეხვედრაზე კომიტეტმა განაცხადა:

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/ema-%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90-astrazeneca-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%90%E1%83%97-1




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
Media Holding Sheni: Revolutionizing Public Health Communication in Georgia

Media Holding Sheni: Revolutionizing Public Health Communication in Georgia

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

27 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები