08/04/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ვაქცინის შესახებ საუბრობს:
„ზოგადად, უნდა გავითვალისწინოთ, ის კვლევები, რომელიც დღესდღეობით გვაქვს, ის ვაქცინები, რომლებიც არიან გამოყენებაში და რომლებსაც აქვთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დროებითი მოხმარების თანხმობა, ამ ვაქცინებით ვირუსისგან დაცვა მხოლოდ 5-6 თვეა, „ფაიზერის“ ვაქცინის შემთხვევაში, ხოლო ატრასზენეკას ვაქცინის შემთხვევაში არის 6 თვე. ადამიანმა ვაქცინა უნდა გაიკეთოს ყოველი 5 თვის შემდეგ. ადამიანი თუ არის ინფიცირებული, ინფიცირებიდან 5 თვის შემდეგ უნდა გაიკეთოს ვაქცინის ერთი დოზა და პრაქტიკულად ის კიდევ 5-6 თვე იქნება დაცული.
ვინც უკვე გაიკეთა ვაქცინა და შემდეგ დაავადდა, უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინას ადამიანი რომ გაიკეთებს, პირველი ნემსიდან 28 დღის განმავლობაში არის, როგორც ყველა სხვა არაინფიცირებული ადამიანი და შეიძლება დაემართოს კოვიდი.
ჩვენ ვიცით, რომ ეს ვაქცინა არ არის მთლიანად კოვიდსაწინააღმდეგო. ეს ვაქცინები, რაც ახლა გვაქვს, თქვენ თუ გაიკეთებთ ამ ვაქცინას, თქვენ არ მოხვდებით საავადმყოფოში, რეანიმაციურ განყოფილებაში და არ გარდაიცვლებით. სიკვდილიანობის საწინააღმდეგოდ არის ეს ვაქცინები, რომ დაიწიოს სიკვდილიანობის მაჩვენებელმა ნულამდე. შედეგი უკვე დავინახეთ ბრიტანეთსა და ისრაელში. პოზიტიური რაც აქვს ამ ვაქცინებს, შესაძლებელია, გააჩნია ვაქცინას, 50-90%-ის ფარგლებში დაგიცვათ ვირუსისაგან. ვაქცინირებულმა ადამიანმა უნდა გამოიყენოს სამედიცინო პირბადე. ვაქცინაცია არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ და თქვენი ახლობლები 100%-ით დაცულები იქნებით. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა. ვაქცინა არის ერთ-ერთი დამხმარე საშუალება, რომელიც დეგვეხმარება, შევამცრიოთ სიკვდილიანობა“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze